მარკ ბერნალის სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში და ახდენილი ოცნება

მარკ ბერნალის სადებიუტო მატჩი ესპანეთის ნაკრებში და ახდენილი ოცნება

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მარკ ბერნალმა, ერაყთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და განაცხადა, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა.

“ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება”

ძალიან ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში დებიუტით. ვფიქრობ, თამაშში ნელ-ნელა ჩავერთე, რადგან პირველი მატჩის ნერვიულობა ოდნავ მეტყობოდა. თუმცა, ეს ნორმალურია. ეს ისეთი დღეა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდება. ბერნალმა აღნიშნა, რომ არ შურს იმ ფეხბურთელების, რომლებიც ტურნირის საბოლოო განაცხადში მოხვდნენ:

სხვები ამას იმსახურებდნენ და აქ ყოფნა ვერ შეძლეს, ამიტომ თავს იღბლიანად ვგრძნობ. ეს ჩემი პირველი გამოძახებაა და დებიუტი უკვე მქონდა.

მხარდაჭერა ჟოან გარსიას

მარკმა მხარდაჭერა გამოუცხადა “ბარსელონას” კიდევ ერთ ფეხბურთელს, მეკარე ჟოან გარსიას, რომელმაც ერაყის წინააღმდეგ გაშვებული გოლის ეპიზოდში შეცდომა დაუშვა:

ეს ისეთი ეპიზოდია, რომლის გაანალიზებაც მოუწევს, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორი მეკარეცაა ის და შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს.

ლუის დე ლა ფუენტეს შეფასება

მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მარკ ბერნალის პოტენციალს ხაზი გაუსვა:

ის ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც დიდი პიროვნული თვისებები და ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე სათამაშოდ საჭირო განსჯის უნარი აქვს, როგორიც ცენტრალური ნახევარმცველია. მას იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, რომ განვითარებისთვის უზარმაზარი სივრცე რჩება. მასზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შორს წავა, რადგან ჩანს, რომ მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 07 ივნ 2026, 23:40

    როდრი ერთ-ორ წელიწადში აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ნაკრებისთვის და ბერნალსა და სუბიმენდის შორის დაიწყება ჯახაობა.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 06 ივნ 2026, 21:05

    იქნებ წაიყვანოს.

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 07 ივნ 2026, 01:14

      არ წაიყვანს, როდრი და სუბიმენდი ჰყავს საყრდენზე, პლუს გავი – მეომარი, რომელიც რო რამე დაიწევს მაგ პოზიციაზე;
      თუმცა ამხანაგურში ათამაშა, ეგ და ის ბასკი მარტინი, 19 წლის ბიჭია ისიც და ამით ხაზი გაუსვა, რომ ნაკრების ფეხბურთელები არიან და თაობათა ცვლაზე დროულად აქვს ნაზრუნი, მომდევნო ევროპაზე იქნებიან

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 06 ივნ 2026, 18:25

    დეკუ ! გაიღვიძე დეკუუ Journalist: “Marc, are you leaving Chelsea? Barcelona, Atlético Madrid and Real Madrid are all being linked with you.”
    🗣️Marc Cucurella: “Right now, I’m focused on the World Cup. We’ll see what happens after that.”
    🎙️Journalist: “If you had to choose one of those clubs?”
    🗣️Cucurella: laughs “I’m a La Masia boy. If Barcelona ever came for me, it would be very hard to say no.”
    🎙️Journalist: “What if Real Madrid made an offer?”
    🗣️Cucurella: “Nah. I was born a Culer. No way.”
    🎙️Journalist: “And Atlético Madrid?”
    🗣️Cucurella: “I already answered when you said Real Madrid.” 😂

    • ggiiorgi
      ggiiorgi ვეტერანი
      schedule 06 ივნ 2026, 18:50

      მეტი რაღა უნდა თქვას ამ ბიჭმა, ამის არ მოყვანა დანაშაულია უკვე. ისე ნეტა რამდენი აქვს გამოსასყიდი

      • Bakero
        Bakero ლეგენდა
        schedule 06 ივნ 2026, 19:17

        ტრანსფერმარკეტზე კუკურელიას და ბალდეს ერთი ფასი უწერიათ 50 მილიონი

        • La Pulga10
          La Pulga10 ვეტერანი
          schedule 06 ივნ 2026, 20:13

          პირადი დეტალების შეთანხმებას რაღა უნდა. მერე კიდე ჩელსისთანაც მოაყონარებენ. არაა ხელიდან გასაშვები. ბალდეს დირკა დედაც.

          • LEVANII
            LEVANII ახალბედა
            schedule 06 ივნ 2026, 21:41

            Ფორვარდისთვის აგროვებენ ჯერ 120 მილიონის დახარჯვა შეუძლიათ და კუკურეიაში რომ გადაიხადონ მერე ვეღარც ალვარეს მოიყვანენ და ვეღარც ოსიმენს. Არაუხო კასადო და ეგეთი ტიპებია ჯერ გასაყიდი

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 06 ივნ 2026, 15:07

    ღმერთმა ქნას ტრავმები არ მიიღოს ამან და გავიმ. ეს ორი პლუს პედრი უტრავმოდ, ჩემთვის საუკეთესო ნახევარდაცვა იქნება იმ დიდების შემდეგ, ხავი ინი და ბუსკეცის იდიალური შეცვლაა. მსოფლიო გავისი იქნება აგერ ნახავთ.❤️

  • korezi
    korezi ახალბედა
    schedule 06 ივნ 2026, 06:19

    ოსიმენი შესთავაზეს ბარსასო და ესენი ატრაკებენ უკვე ტო………………

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 05 ივნ 2026, 22:02

    მე ასე წარმოვიდგინე ნაკრები: 1. ჟოან გარსია, 2,. ერიკ გარსია, 3. პაუ კუბარსი, 4. ჟერარ მარტინი, 5. მარკ კუკურელია(დაბრუნების მერე), 6. მარკ ბერნალი; 7. გავი; 8. პედრი; 9.ოლმო; 10 ლამინე; 11. ფერმინი
    სკამი:12. მეკარე ბ-დან, 13. ესპრატი, 14. კასადო, 15. ბალდე, 16. ფორტი, 17. კორტესი, 18. ფერანი, 19. დანი, 20 ტონი ერნანდესი

    • F.C.B
      F.C.B ახალბედა
      schedule 06 ივნ 2026, 00:19

      ეგ არასდროს მოხდება ძმა

    • Gaucho97
      Gaucho97 გულშემატკივარი
      schedule 06 ივნ 2026, 00:52

      მაგას ბარსელონა ქვია, აგვისტოდან ნახავ 😁