2026 წლის ზაფხული “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შორის სატრანსფერო ბაზარზე დიდ დუელად იქცევა. “ბლაუგრანას” მიერ მადრიდელთა თავდამსხმელის, 26 წლის ხულიან ალვარესის სანაცვლოდ გაკეთებულმა 100-მილიონიანმა შეთავაზებამ “მეტროპოლიტანოზე” მწვავე რეაქცია გამოიწვია. მადრიდში ეს თავიანთი ვარსკვლავის მიმართ მიუღებელ შევიწროებად შეაფასეს. ახლა კი კლუბებს საერთო სატრანსფერო სამიზნეებიც გაუჩნდათ: ბერნარდუ სილვა და მარკ კუკურელია.
ბერნარდუ სილვას არჩევანი
31 წლის პორტუგალიელ შემტევს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი უმთავრდება. “ატლეტიკოს” ეგონა, რომ ამ ვარსკვლავური მოთამაშის დამატების საკითხი თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ბოლო დღეებში “ბარსელონას” შანსები საგრძნობლად გაიზარდა. მეტიც, მოვლენები ისე განვითარდა, რომ სილვამ სამომავლო გუნდის შერჩევა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გადადო (მიუხედავად იმისა, რომ აქამდე საკითხის რაც შეიძლება მალე მოგვარება სურდა). ეს “ბარსელონას” აძლევს დროს, ფეხბურთელი თავის სპორტულ და ეკონომიკურ გეგმებში ჩასვას.
სილვა წინა სატრანსფერო ფანჯრებზე კატალონიელთა ნომერ პირველი სამიზნე იყო, დღეს კი ის შემადგენლობის დონის ასამაღლებლად შესანიშნავ შესაძლებლობად განიხილება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელისთვის “ბლაუგრანა” სხვა ვარიანტებზე წინ დგას, რის გამოც ის მოცდაზე თანახმაა.
“ლა მასიას” აღზრდილი კუკურელია
რაც შეეხება 27 წლის მარცხენა მცველს, ის “ატლეტიკოს” ძალიან სურს, თუმცა ჰორიზონტზე მისი მშობლიური “ბარსელონაც” გამოჩნდა. “ლა მასიაში” აღზრდილი ფეხბურთელისთვის უკვე შემდგარი სტატუსით სახლში დაბრუნების პერსპექტივა სხვა შეთავაზებებზე მაღლა დგას. თუმცა, ამისთვის ჯერ კულეების დაცვის ხაზიდან ვინმე უნდა წავიდეს – ჰიპოთეტურ კანდიდატებად ალეხანდრო ბალდე ან ჟიულ კუნდე განიხილებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, “ატლეტიკო” კუკურელიას გადაბირებას ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების მეშვეობით ცდილობს. ზუსტად იგივე ტაქტიკა გამოიყენეს მათ ორი წლის წინ ხულიან ალვარესის შემთხვევაში, როდესაც მას “მანჩესტერ სიტიდან” წამოსვლას არგენტინელი თანაგუნდელები ურჩევდნენ.
დაძაბული ურთიერთობა კლუბებს შორის
ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ “ატლეტიკომ” თავის ოფიციალურ X ანგარიშზე “ბარსელონას” “პატარა გუნდი” უწოდა, სარკასტულად გამოაწყო კულეები – ლამინ იამალი, პედრი და რაფინია – მადრიდულ ფორმებში, დააწერა “დავიღალეთ ჩვენს ფეხბურთელებზე აბსურდული კითხვებით” და ნეგრეირას საქმეც კი ახსენა.
მანამდე MD წერდა, რომ ბარსელონაში დეკუსა და ხულიანის აგენტებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილებოდა არგენტინელის “ბარსელონაში” გადასვლის პერსპექტივა. ამას მოჰყვა “ატლეტიკოში” 100-მილიონიანი შეთავაზების გაგზავნა, რაც მადრიდელებმა უარყვეს, თუმცა ფაქტი ნამდვილი იყო. ნათელია, რომ ამ ზაფხულს “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” სატრანსფერო ბაზარზე ბევრი საერთო სახელი ეყოლებათ.
ჩემზე რომ იყოს ატლესთან საერთოდ გავწყვეტდი ურთიერთობას, მაგ ბ*ზ გუნდთან. მაგათი ოქროც არ მინდა და ჩემს მძ***ერსაც არ გავატანდი. ან რომელი გახსოვთ იქედან გადმოსულმა, რომ ბარსაში გაამართლა?! სად ერეკლე და სად ჩემი *ლეო, ეგეთია ბარსა და ატლეტიკო. სერესოთი დაწყებული ჩოლოთი დამთავრებული მო***ნ ყველას გამზრდელი.
ერთი კითხვა უნდა დავსვა: შეგიძლიათ დამისახელოთ წარმატებული, ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომელიც ატლეტიკო მადრიდში თამაშზე ოცნებობდეს და როდესაც მისი გადასაწყვეტია არჩევანი ბარსას და ატლეტიკოს შორის, ადგეს და ატლეტიკო აირჩიოს?! ერთი შეგიძლიათ დამისახელოთ?
ადრეც დავწერე და ვიმეორებ. ფლიკი გიჯდება ისე უყვარს ერიკ გარსია, რომელიც დაცვის ცენტრში ყველაზე სუსტია, ნახევარდაცვა გადაჭედილია და პლუს იმედია ბერნარდო დაემატება. რჩება მარჯვენა ფლანგი , სადაც რამდენი ათამაშა ფლიკმა ყოველთვის იყო ძალიან კარგი. ასევე არაუხოც თუ არ გაუშვეს მისთვისაც ერთადერთი ადგილი არის მარჯვენა ფლანგი, პლუს ის ბავშვი ბოლო ტურებში რომ ათამაშა. გამოდის კუნდეს გარეშეც გადატვირთულია მარჯვენა ფლანგი. ამ დროს ჩაგდებული სეზონის შემდეგ თუ გაიყიდა 70 მილიონად გამოდის შეიძლება ცოტათი დასუსტდეს მარჯვენა ფლანგი, მაგრამ შეიძლება არც დასუსტდეს იმიტომ რომ წლევანდელ კუნდეს გარსია ნაღდათ ჯობია. ხოდა 70 მილიონი პლუს კუნდეს მაღალი ხელფასი გუნდს სუფთა პლუსში გაუშვებს 100 მილიონს და პოზიციაც არც დასუსტდება. ეს ბარსელონასთვის არის უდიდესი ფინანსური პლუსი. ამ ფულით თავისუფლად შეიძლება იგივე ბასტონის მოყვანა ცენტრში ან გვარდიოლის 70 მილიონად. ან გაჩნდება ფული იგივე სირი ალვარესისთვის 130 ან ოსიმენისთვის. დაჟე კონკურენციისთვის გრიმალდოც მოვა. ასე რომ კუნდეს გაყიდვა ოღონდ მინიმუმ 70 ათ არის ნორმალური გარიგება. ბალდეს რაც შეეხება იდიოტია ჩემი აზრით ჩამოყალიბებული, რომელსაც სისწრაფის მეტი არაფერი აქვს და თან 0 აიქიუ. მაგრამ მაგ ჩემისამ ამდენი წელი ითამაშა და ბარსაში და მაინც არის 22 წლის😆. რომელსაც თუ წელსაც ვერ მოუმატა სიტყვაზე ეპლში გაისადაც გაიყიდება 50 მილიონად, კუნდემ კი თუ წლევანდელი სეზონი ჩააგდო აი
70 მაგას გაისად აღარავინ იყიდის. რავი ვცადე გასაგებად დამეწერა რაც მინდოდა და ლოგიკაც იყო ჩემ ნაწერში🙂✊ პს. ხელოვნური ინტელექტი მიმტკიცებს რომ ვუსკოვიჩი მემარცხენეაო( მე მემარჯვენე მეგონა) ხოდა ნახუი ბასტონი და გვარდიოლი, ისროლონ რა ერთი 60 მილიონი ვისკოვიჩში და დედის მსერავი გუნდი გვეყოლება😊😀
კუკურელა თუ დადეს იდეალური იქნება, ოღონდ კუნდე არ უნდა წავიდეს ამის გამო
ოსიმენი ვინ შემოგვზთავაზა კლუბმა თუ მისმა აგენტმა? ან ვინ შეპირდა რო 140 მილიონს გადავიხდით?
ცენტრალურ მცველად კასტელო ლუკება იქნება კარგი ვარიანტი 23 წლის არის, ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, კარგი პასები აქვს, ცაცია, 50 მილიონი აქვს ფასი და მგონი ზუსტად ესეთი მცველი სჭირდება ფლიკის ტაქტიკას. არსენალი იქნება კონკურენტი
90 აქვს გამოსასყიდიო რავი. არსენალში არ წავა. პსჟ შიც არ წავიდა სათამაშო დროის გამო და მაგალაესის კონკურენტად ვერ გაქაჩავს. ბარსამ თუ დაკერა ლაიფიგი კი გადმოვა აქ. კარგი მცველია მარა შეცდომებიც აქვს ხშირად. გვარდიოლი დაგვხატავდა მარა არ გამოუშვებენ.
ოლისე სდომებია პერეზს 150 მილიონს იხდის, ბაიერნი შესაძლოა დათანხმდეს, გალაქტიკო უნდა ახალი ბებერ მელას
🚨🚨 BREAKING: Victor Osimhen has been offered to Barça in the last few hours through agents.
The player is not part of the club’s plans now. Barça will continue trying to go after Julián.
— @sport
გაასხმევინონ რა ოსიმენი😀
ის კი არა და კრუპზე იწერება და ვლახოვიჩია თავისუფალი აგენტი;
ის ფრანგი ფორვარდი 19 წლისაა და ძალიან ძლიერია, დუშმანი კი ერთ დროს ტოპ კლასი იყო;
აღარ მინდა უკვვე ხულიანი, მუხედავად იმისა, რომ არგენტინელია,
კასადო მიდის 17 ლიმონადო, ანსუ 11-შიო, პლუს ანსუს ხელფასი და კასადოს ხურდებიც თავისუფლდებაო, ეგ ჯამში 35 ლიმონი გამოდის
ეზ აბდე+ვირჯილის ჯაჭვი თუ ამუშავდა, 15-20 ლიმონი დამატებით
მგონი ბადრიჯანიც წავა ასე 15-20-ში
ლევანა-შტეგენის ხელფასებით წლიურად +30 დაიზოგება
არაუხო-ბალდეს გავყიდდი და კუკურელა-კანსელოს დავამატებდი, დუშმანი უფასოდ და იმ ეგვიპტელ ბავშვს მივცემდი შანსს ნელ-ნელა
თუ კუნდე გაიყიდა და გარსია-ესპრატი-ფორტით ჩანაცვლდა, +70 დამატებით
ცენტრში პაუ-კრისტენსენი-მარტინი-კორტესი საკმარისი იქნება, +გარსია რო რამე გადმოიწევს
ამ ლოგიკით ეს სეზონი მანც საკმარისი ტრანსფერებით და უკეთესი დაბალანსებით გამოდის, უფრო გრძელი სკამი და ფაქტიურად სატრანსფერო ბარზარზე მოგება
დუშმანის შეფასება “ამ” იუვენტუსით არ შეიძლება, რადგან იუვეში ფრვატდს რა უნდა გაეკეტებინა ვერ ვხვდები;
დავიდი, ოპენდა, მილიკი, კოლო მუანი, მოისე კენი, ცუდი არცერთი არაა, მაგრამ იუვეში აყველა დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა…
დუშანა ლუკ დეიონგივით არი, თავით კარგათ თამაშობს დალშე ნოლია. ტორესი გვყავს ზამენაზე და ეგ რაში გვჭირდება. ძირითადის ტოპ ფორვარდი გვჭირდება
დუშმანს აქვს ძალიან კარგი დარტყმა, შორეულიც და დასწრებაზეც ცუდი არაა; იუვეს ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელებთან ჰქონდა ჩეპე და მაგის გამო მოუკლო;
“ტოპ ფორვარდი” არის პრაიმ ჯეკა, ეტოო, რონალდუ, რონალდო, ანრი, შევა… დღეს არის კეინი, ჰალანდი, მბაპე, დანარჩენი დაივიწყე… არც ეთს არავინ გამოუშვებს;
ხულიანს რაც შეეხება, რატომ შეელია პეპი ხულიანს და არა ჰალანდს?!
ვერც ერთი ვერაა ისეთი, რომ ტოპ ჩემპიონატებში +25 და ჯამურ ტურნირებზე+40 იტანდეს, არ მჯერა მხსნელების;
ოსიმენიც 80-ზე ნაკლებად არ მგონია და ისიც თავისი ხასიათით;
ვისზე ფიქრობ ტოპ ფორვარდს რომ ახსენებ? რომელია რეალური და გარანტი, რომ სეზონს +40 გატანილი გოლით ჩაასრულებს?! და ამ დროს “დიდი მატჩების” ფეხბურთელიც იქნება?
და 100 ლიმონზე ნაკლებად რომ შეიძლებოდეს შეძენა?
ალვარესის მოყვანის იმედი არმაქ. ოსიმენი ჩემი აზრით ყველაზე კაი ვარიანტია. ცუდი ხასიეთი რო აქვს ეგ აზრი საიდან მოვიდა საერთოდ. არც ნაპოლიში და არც გალაში არ ქონია პრობლემა. ნაპოლიში ახვარ პრეზიდენტთან დაეძაბა ურთიერთობა თორე გუნდში ყველასთან კარგათ იყო. დაჟე კვარას პენალტს არ არტყმევინებდნენ და ამან მიუტანა ბურთი შენ დაარტყიო. გოლებს კიდე მოშნად შეყრის, პრესინგზე ცხოველია, ორთაბძოლებშიც კარგია, თავით კარგათ თამაშობს. უკეთესი ვინ გეგულება?
ვლაჰოვიჩი ისეთი იგროკია ბოლო 10-15 წუთს თუ ათამაშებ იქნება კუთხურიდან შეაგდოსო. საერთოდ არაა ბარსას სტილი.
ოსის რაც შეეხება, სერიოზული 9-იანია და თუ გალამ 90-ში გამოუშვა, აუცილებლად მოსაყვანია და რაც შეეხება ურთიერთობას ლაურენტისთან, მაგ ნაქოცართან ვის ასწყობია ნორმალური ურთიერთობა? რამდენი ვარსკვლავი გაეცქა, რამდენი მწვრთნელი წავიდა გინებით და ფურთხებით? 1/1-ზე კარგია, ტექნიკა აქვს, კაცის მოტყუება შეუძლია, კორპუსი მშვენიერი, თავზე კარგი და გოლზე დაგეშილი, მებრძოლი და მშრომელი; კი, კი მინდა ოსის ყიდვა და ვნახოთ
ვლაჰოვიჩი ფიორიში თამაში ნახე ჯერ ტორესს ეგეთი სეზონი არსად ქონია
ფიორეში რამდენი ხნის წინ თამაშობდა? ეხლა რისი თავიაქ ეგ ვთქვათ. მარტო თავით თამაში და ათაში ერთხელ შორიდან გასროლა. კაცს ეს ვერ ატყუებს და რათ გვინდა ესეთი ფეხბურთელი.
ოსიმენს რას უწუნებ ვერ ვხვდები
ოსიმენს სამწუხაროდ 140 -ს აფასებენ :((((((((((((((( დღევანდელი ვლაჰოვიჩს დღევანდელი ტორესი ჯობია ულაპარაკოდ ფიორეში რა იყო ეგ აღარავის აინტერესებს
თუ 100ის ფარგლებში გამოუშვებენ აუცილებლად მოსაყვანია
ლუკებაზე ოფიციალურად მიდის მოლაპარაკება, წესით თუ რამე არ მოხდა კი უნდა გაიფორმონ 23 წლისაა და ცაციაა ცუდი არ უნდა იყოს ზოგადად ლაიფციგის იგროკები ცუდი არასდროს არის უბრალოდ სწორი კლუბი ჭირდებათ ვინც მიდიან მაქედან
კუკურელას გადაბირებას, ანუ დაკერვას რომ ნაკრების ფეხბურთელებთ ცდილობენ 😀
8 კაცია ბარსადან მუნდიალზე ნაკრებში, კიდევ 2-3 ისეთი, რომელიც ნაკრების წევრია და მუნდიალზე ვერ მიდის, აქაა ტიპი გაზრდილი და ატლეტიკოო…
და არაუხოს გაშვება აღარ უნდათ?
იცით ყველაზე დიდი *ლეობა რა არის? ამათმა ხო ვითომ დაგვცინეს და პატარა გუნდი გვიწოდეს როგორ თუ ჩვენს ფეხბურთელზე ზეწოლას ახდენთო, რამდენიმე დღის წინ რეალის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერთ ერთ გადაცემაში რეალის ფორმა რომ გაშალა ჰალანდის სახელით ეგ არ არის არასწორი საქციელი? რატო სიტი არ გამოვიდა და იგივე *ირობა ლაპარაკი რატომ არ დაიწყეს, მადრიდელებისგან მოსულა მსგავსი რამეები, მე ვფიქრობ ალვარეზი დაეხევათ ამ *ოზებს და ბერნარდუც ბარსას აირჩევს თუ რეალურად არის ბარსა დაინტერესებული, ახალ სეზონში კი ყველგან გადაკუ*ვა მოუწევთ სადაც შევხვდებით ამათაც და იმ მეორე თეთრ მადრიდელებსაც.
აე წამოვა და დარჩება გრიზმანივით ლუზერი,თუნდა ვილიამის მაგალითი წინ აქვს
წითელი ზოლები უნდა ავაძროთ ისეთ დღეში ჩავაგდოთ; მერე რეალის ფერებში რომ დარჩევიან, კიდევ სახე უნდა გავურთიანოთ; პეპი რასაც უკეთებდა ისე
გუშინ დაიწერა კასტელო ლუკებათი დაინტერესდნენ და მიმართეს გარემოცვასო და რას ფიქრობთ?
მე სამწუხაროდ არ ვუყურებ ლაიფციგის თამაშებს, მაგრამ ინტერნეტში ძალიან ბევრი აქებს, ამბობენ რომ ზუსტად ფლიკისთვის ზედგამოჭრილი მცველიაო, მარცხენა ცენტრი, ჯანიანი, სწრაფი და ა.შ.
მე მგონია რომ ალვარესის გარდა სხვა ყველა ტრანსფერი რასაც გააკეთებენ გორდონივით სწრაფად და ჩვენდა გასაკვირად მოხდება.
აი ალვარესს რაც შეეხება, ძალიან ბევრი რამ იწერება უკვე და იდკ რა ხდება, მაგრამ ასე მგონია მთელი ზაფხული გაგრძელდება ეს დავიდარაბა, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა რომ ბოლო-ბოლო ვიცით მინ. 100მ რომ უჭირავთ და კარგ სტრაიკერში რომ გაიქნევენ. რავი, მე მაინც მგონია რომ ალვარესი გამოვა.. ოღონდ 125მს+25მ ბონუსები დაჯდება ალბათ.
ასევე მგონია რომ კუკუ, კამბიასოდან ერთ-ერთს მოიყვანენ და ბალდეს გაუშვებენ.
1 ძირითადის მარცხენა ცენტრალურ მცველსაც მოიყვანენ და გარსია გადავა მარჯვნივ, ზოგადად სუპერსაბად.
და სილვა გამოვა თუ არ გამოვა დიდად არ ვნერვიულობ, რადგან ნახდაცვაში ისედაც გადატვირთულები ვართ და ლამასიაში გვყავს ტუნკარა იამალის სკამად.
დეკუმ ეს სამი ტრანსფერი და პლუს ვუშკოვიჩი ან ვინმე მაგარი მცველი დადო, მაშინ თუ უნდა აქეთ მეძახოს 🖕