ბარსელონა წინასასეზონო მზადება 13 ივლისს დაიწყებს

ბარსელონა წინასასეზონო მზადება 13 ივლისს დაიწყებს

“ბარსელონას” პირველი გუნდისთვის 2026/27 წლების სეზონის წინასასეზონო სამზადისის გეგმა უკვე ცნობილია. ჰანსი ფლიკის გუნდი სამუშაო პროცესს 13 ივლისს, ტრადიციული სამედიცინო შემოწმებითა და ფიზიკური ტესტებით დაუბრუნდება.

გუნდი ვარჯიშებს “სიუტატ ესპორტივაზე” დაიწყებს, რის შემდეგაც წინასასეზონო შეკრების ინგლისურ ეტაპზე გადაერთვება.

შეკრება ინგლისში

27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, “ბლაუგრანა” ინგლისში, სენტ-ჯორჯს პარკში (St George’s Park) განთავსდება. ეს ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და ინგლისის ეროვნული ნაკრების მუდმივი ბაზაა. საგულისხმოა, რომ “ბარსელონას” ეს სპორტული კომპლექსი წინასასეზონო მზადებისთვის აქამდე ორჯერ – 2014 და 2016 წლების ზაფხულში უკვე გამოუყენებია.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 07 ივნ 2026, 23:42

    იმედია კუკურელიათი და ალვარესით დავიწყებთ პრესეზონს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 ივნ 2026, 09:45

    მომდევნო სეზონში უნდა ვნახოთ გუნდის საუკეთესო ვერსია

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 05 ივნ 2026, 19:38

    მუნდიალი 19-ში მთავრდება და ფინალში გასვლის შანსიც არა აქვთ, თუ მეორე შემადგენლობა დაიწყებს სეზონისთვის მზადებას.

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 05 ივნ 2026, 20:29

      სავარაუდოდ ნელ ნელა შემოურერთებიან დანარჩენები