workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ატლეტიკომ პედრის, რაფინიასა და იმალის ტრანსფერები დააანონსა

ატლეტიკომ პედრის, რაფინიასა და იმალის ტრანსფერები დააანონსა

რამდენიმე წუთის წინ მადრიდის “ატლეტიკოს” სოციალურ ქსელებში გამოჩნდა პოსტები, რომლებიც “ბარსელონას” ვარსკვლავების – პედრის, ლამინ იამალისა და რაფინიას მადრიდულ გუნდში გადასვლას აანონსებს.

პოსტების შინაარსი, რა თქმა უნდა, რეალური არაა. “ატლეტიკოს” ამ პოსტებით სურდა ხაზი გაესვა იმისთვის, თუ რამდენად მარტივია სოციალურ ქსელებში მცდარი ინფორმაციის გავრცელება. “როხიბლანკო” ასე მიგვანიშნებს, რომ ხულიან ალვარესის “ატლეტიკოდან” “ბარსელონაში” შესაძლო გადმოსვლის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

“ატლეტიკოს” ოფიციალური განცხადება ლამინ იამალის ტრანსფერზე:

HERE WE GO! ჩვენ გავუგზავნეთ ფაქსი “ბარსელონას” ჩვენი სატრანსფერო შეთავაზებით: 4 ბილეთი Bad Bunny-ის ხვალინდელ კონცერტზე, ABC-ის წლიური გამოწერა და ერთი შეკვრა მზესუმზირა. მოუთმენლად ველით პასუხს, რათა ‘ანონსი’ მოვამზადოთ.

პედრის ტრანსფერზე:

HERE WE GO! ამ მეორე შეთავაზებასთან დაკავშირებით პატარა პრობლემა შეგვექმნა — ხვალინდელი კონცერტის ბილეთები ამოგვეწურა, ამიტომ წინა წინადადებას ვაუმჯობესებთ და კვირის კონცერტის 6 ბილეთს ვამატებთ.

რაფინიას ტრანსფერზე:

და 3-1-ში შეთავაზების დასასრულებლად უკან აღარ დავიხიეთ და ყველაფერზე წავედით: ფეხბურთელი გვიერთდება ერთწლიანი იჯარით და სანაცვლოდ ჩვენ ვთმობთ ტომ ფორდსა და სმითს გამოსყიდვის უფლების გარეშე. შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (31)

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 30 მაი 2026, 21:52
    #31

    ბარემ ნაჯახებიც დააკავებინონ ხელში 😀

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 30 მაი 2026, 15:45
    #30

    მაგარი ბოღმები არიან სერესოდან დაწყებული, გრიზმანით ამ კრისით დამთავრებული.

  • korezi
    korezi ახალბედა
    schedule 30 მაი 2026, 05:12
    #29

    ბოღმიანი და სირი გუნდია ,იმიტომაცაა ყველა გრანდთან ჩასვრილი რომაა,ვაფშეტა ესენი რალის პუტანკები არიან არც ის გამორიცხოთ,რომ პერესი მაფიოზობს რაღაცას

  • korezi
    korezi ახალბედა
    schedule 30 მაი 2026, 04:51
    #28

    მაიმუნობენ ამ ალვარესსაც არ უნდა გადმოსვლა თორე აქამდე ააწიკებდა გუნდს,კარუჩე გრიზმანის თემაა რა იგივეს გამეორება უნდათ პირველ წელს არ გამოუშვებენ,რომ მაზანდა აწიონ,გადაერთონ ოსიმენზე მე მაგალითად მირჩევნია

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 30 მაი 2026, 03:44
    #27

    ატლეტიკომ დაწერა კიდევ ერთი პოსტი ალვარესის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონიაო. კარგად შეინახონ და დაამჟავონ, არსად არ გაექცეთ. 500 მილიონს რომელი ჭკუადმყოფელი გუნდი გადაიხდის ხულიანში.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 30 მაი 2026, 01:16
    #26

    რამდენად პატარა გუნდია ატლეტიკო აქედანაც ჩანს

  • ggiiorgi
    ggiiorgi ვეტერანი
    schedule 29 მაი 2026, 23:56
    #22

    ის მართლა რო კონტრაქტში აქვს პუნქტი თავისი სურვილის მიხედვით, თუ გაიქტიურა, იგივე ფასად შეუძლია გადასვლა სხვა გუნდში რა ფასადაც ატლეტიკოში გადავიდა.

    • Gaucho97
      Gaucho97 გულშემატკივარი
      schedule 30 მაი 2026, 00:05
      #23

      ეგ თუ სიმართლეა აფიორა გამოვა ატლეტიკოს მხრიდან ამდენი დამამცირებელი გამოსვლები, არ გამოვრიცხავ ეგეც მოგონილი ამბავი იყოს ეტყობა რომ მარტივი ტრანსფერი არ იქნება თუ დავიმატე საერთოდ

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 30 მაი 2026, 00:05
      #24

      თუ აქვს ნეტა მართლა,ჭორი თუ არ არის. ეგ პუნქტი რო ჰქონოდა ატლე ამდენს არ იხტუნებდა. დარწმუნებული არიან ალბათ რო არ უნდა გამოუშვან,ან ზედმეტად გაგვწეწონ. თორე ეგ თუ აქვს და ჭკუა თავში ხვალვე უნდა გაააქტიუროს.

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 30 მაი 2026, 00:31
      #25

      ეგ თუ ეგრეა, 80 ლიმონი დაჯდება, თუ არ მეშლება ამ თანხად იყიდეს