workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერანის გოლი, ჟოან გარსიას შეცდომა და ესპანეთის ფრე

ფერანის გოლი, ჟოან გარსიას შეცდომა და ესპანეთის ფრე

გუშინ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით ერაყის ნაკრებთან ამხანაგური თამაში გამართა.

ლა კორუნიაში გამართული დაპირისპირების ეპიცენტრში “ბარსელონას” ფეხბურთელები მოექცნენ.

“ბარსელონელებიდან” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ჟოან გარსია, გავი, მარკ ბერნალი, ფერან ტორესი და დანი ოლმო. შეცვლაზე შევიდა ერიკ გარსია, ხოლო პაუ კუბარსი სათადარიგოთა შორის დარჩა.

შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მაისურით უკვე 25 გოლი დაუგროვდა. 10 წუთში კი, მერჩას დოსკის შორეულ დარტყმას ჟოან გარსიას უხეში შეცდომა, ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის საბოლოო შედეგის დაფიქსირება მოჰყვა.

ჟოან გარსიას ამ შეცდომის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მისი პირველი მეკარეობის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 09 ივნ 2026, 10:37
    #7

    ჯერ ეს ერთი ნერვიულობის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინონ, ნაკრები მისთვის ახალი ხილია. ან როგორ შეიძლება, რომ ერთ შეცდომას აქცევდე ყურადღებას და მთლიან სეზონს არა?! სულელიც კი შეამჩნებს, რომ დღეს ესპანეთს გარსიაზე უკეთესი მეკარე არ ყავს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გარსია ბარსას მეკარეა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 ივნ 2026, 09:42
    #6

    ეგეთი შანსები უნდა გამოიყენო ჟოაან

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 05 ივნ 2026, 13:28
    #4

    ეს გოლი იმდენად უაზრო იყო რო მეკარესაც ძნელია დააბრალო. მანდ ნებისმიერი ჩაწოდებას გააკეთებდა და გარსიაც ჩაჭრას ფიქრობდა ამიტომაც იყო წინ გამოსული.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 05 ივნ 2026, 10:46
    #2

    ბებიამაგათისამ რაა სიმონს ვაფშე სკამს არ გავაკარებდი ისეთები აკეთა ბილბაოში, და აი რაია კიდე ხოო შესაძლოა თუმცა 1 შეცდომა ისიც ამხანაგურში კიარა ნოიერსახ მოსვლია და ბუფონსაც უშეცდომო არავინაა

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 05 ივნ 2026, 08:56
    #1

    Ფერანმა კარგი გოლი შეაგდო. Მსოფლიოზე კარგი თამაში თუ ექნება მისი ფასი გაიზრდება იქნებ ალვარესის ტრანსფერშიც ჩავრთოთ

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 05 ივნ 2026, 11:55
      #3

      სცადეს ჩართვა და ფერანმა დაბლოკა. ზოგადად ეგრე მარტივად არ ხდება ფეხბურთელის გაშვება, თან ფერანს რომ უშვებ სკამისთვის უკეთეს სტრაიკერს ვერც მოიყვან და ამდენი ცვლილება შეტევაში გუნდსაც არევს.

      • LEVANII
        LEVANII გულშემატკივარი
        schedule 05 ივნ 2026, 14:39
        #5

        Ვლაჰოვიჩის მოყვანა შეიძლება უფასოთ ფერანს არაფერს ვერჩი მაგრამ ალვარესი თუ მოვიდა მეორე ფორვარდი მაღალი ნომინალური სტრაიკერი რომ გვყავდეს უკეთესია რომელიც მაღალ ბურთებზეც ითამაშებდა. Ფერანის გაყიდვა და ვლაჰოვიჩის უფასოდ მოყვანა ალვარესის ტრანსფერსაც უფრო გაამარტივებს და შეტევაც უფრო მრავალმხრივი გვეყოლება