ქებათა ქება ტაქტიკას სადაც ბუსკეტსი, დე იონგი, გავი და პედრი ერთად იყრიან თავს!
ყოველ ჯერზე სურვილს გამოვთქვამ, რომ მუდმივად ასე ითამაშოს ჩავის “ბარსელონამ”, მაგრამ მოდის შემდეგი მატჩი და ისევ იცვლება სქემა. არადა, ეს არის ის, რაც გვჭირდება. ჩავიმ გასაღები იპოვა, ჩავიმ გამოსავალს მიაგნო. ამ ტაქტიკით ერთი თამაშიც კი არ ჩაუგდია, ყოველთვის მაღალი ხარისხია, ყოველთვის სანახაობრივია, ყოველთვის შედეგიანია. “მანჩესტერს” ასე უნდა ვეთამაშოთ.
გამოგვაკლდა დემბელე, მის ნაცვლად რაფიანია ვიხილეთ, რომელმაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთი საუკეთესო “ბარსას” შემადგენლობაში. ფატი და ფერანი ისეთ ცუდ ფორმაში არიან საერთოდ არ ღირს 4-3-3-თან მიბრუნება. იმედიანად ვარ, მომწონს ამ გუნდის ყურება.
თუმცა, გულიც დამწყდა, ძალიან მინდოდა კიდევ ერთი მატჩი ჩაგვემთავრებინა გაშვებული გოლის გარეშე. “ბეტისი” თითქოს ქმნიდა სახიფათო მომენტებს, მაგრამ რეალური შანსი არ შეუქმნიათ, უფრო ამის ილუზია იქმნებოდა, გულშემატკივრების სუპერაქტიურობისა და შექმნილი ატმოსფეროს გამო. “ბარსამ” ძალიან კარგად დაიცვა თავი, ჩვენი დაცვის ხაზი ასეთი კარგი ბოლოს ლუის ენრიკეს დროს თუ იქნებოდა, ეგეც სადებიუტო სეზონში.
მაინც გავუშვით..
გავბრაზდი კიდეც კუნდეზე. რეკორდზე მიჭირავს თვალი, ყველა გოლს განვიცდი, თუნდაც არაფერს ცვლიდეს. კუნდემ უყურადღებოდ ითამაშა, პირველი შეცდომა იყო ის, რომ კორპუსით კარისკენ იდგა, ასეთ დროს ბურთის გამოტანა ყოველთვის ძალიან რთულია, მერე ჩათვალა, რომ მცირე შეხებით შტეგენს მიაწვდიდა ხელებში, მაგრამ ვერც ძალა გათვალა და ვერც ტრაექტორია, მიძინებული “ბეტისი” გამოაფხიზლა და კინაღამ დავისაჯეთ.
ეგ არაფერი..
სამი ქულა წამოვიღეთ, “ბარსას” პირველობა კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება.
საყრდენი ზონა
ალბათ ეს იყო ამ ფორმაციის “ბარსას” გასაღები, დე იონგისთვის საჭირო პოზიციის მოძებნა. ყველა თავს იკავებდა ამგვარი ტაქტიკური გადანაცვლებისგან, ჩავიმ კი გამოსავალი იპოვა. ბუსკეტსს აღარ შეუძლია მარტო ითამაშოს საყრდენ ზონაში, ეს მისთვის უკვე ზედმეტი პასუხისმგებლობაა, არც დე იონგს შეუძლია იმიტომ, რომ მუდმივად ტოვებს ცენტრალურ ზონას, ასე თამაშობს, ვერაფერს იზამ, თუ დაავალებ, რომ ბუსკეტსივით ითამაშოს, პოტენციალის ნახევარსაც კი ვერ გამოავლენს, აი, ეს თავსატეხი იდგა დღის წესრიგში რამდენიმე წლის მანძილზე. ახლა დალაგდა. ყველაფერი დალაგდა.
ბუსკეტსი მყარად დგას თავის პოზიციაზე და მის ირგვლივ დე იონგი მოძრაობს, ერთმანეთის ნაკლი ამოავსეს, ერთმანეთი შეავსეს და “ბარსას” კვლავინდებურად დაუბრუნდა თავდაჯერება. ისევ აქვს ის ძრავა, რომელიც სიღრმიდან უბიძგებს.
ინდივიდუალურად რაც შეეხება, ბუსკეტსს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. როგორც დაცვით, ისე შემტევ ფაზაში. ვერასდროს ასეთ დონეზე ვერ ითამაშებდა, ვერც კუმანის, და ვერც სხვა კანდიდატების ხელში, რომელთაც “ბარსას” უკავშირებდნენ, ეგ კი არა, შესაძლოა, უკვე გაქცეულიც ყოფილიყო.
ეს ჩავის დამსახურებაა. თავიდან ბოლომდე მან დააბრუნა ბუსკეტსის მნიშვნელობა. უბრალოდ მიხვდა, რომ ასაკოვანი სერხიოსთვის რაღაც სხვა იყო საჭირო.
პედრი
წამით მაინც ხომ შეგეკრათ სუნთქვა? რაღაც ისეთი გააკეთა, რაც თურქეთში იკადრა, რაც “სევილიასთან” ვნახეთ, ყოველ ტურში თუ არა, ყოველ სეზონში ორჯერ-სამჯერ მაინც შექმნის შედევრებს. სამწუხაროდ ვერ დაასრულა, თავის აწევა ვერ მოასწრო, მხოლოდ ის შენიშნა, რომ მეკარე ძალიან მიუახლოვდა და მოტყუება სცადა, არადა, თავი რომ აეწია მცირე შეხებით გადაავლებდა თავზე.
ეს რა მოძრაობა გააკეთა..
ისევ ეს პაუზა, ცნობილი შეყოვნება, გონებაში წინასწარ დახატული მოვლენები, ორი გაფუჭებული მცველი და ხელისჩასავლებ მანძილზე მისვლა მორიგ შედევრამდე.
არ გამოვიდა..
რა ლამაზი იქნებოდა, “ბარსელონური”, ხელოვნების მორიგი ნიმუში.
ძალიან დაწყდა გული, ჩვენსავით. თავადაც მიხვდა, რომ სიმდიდრე დაკარგა, გუნებაც გაუფუჭდა და ტაიმის ბოლოს ძალიან მაგარი მომენტიც გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტი მომენტი მგონი პედრიმ შექმნა, თუმცა, ვერცერთი ვერ გამოიყენა.
გავი კი ამ დროს დაქრის ედგარ დავიდსივით! როგორი ხისტი ბიჭია, დავიდსის გარდა მეორე ასეთი არ მინახავს, თან ასეთი ტექნიკური რომ იყოს, კარგი პასის კულტურით, გამტანი და პასის გამკეთებელი, თან კიდე ასეთი ხისტი და მებრძოლი. მოირგო თავისი ექვსიანი და ამაყად შეაბიჯა მოედანზე, ახალი ჩავიო კი იძახიან, მაგრამ ხომ გეუბნებით.. თეთრი ედგარ დავიდსია.
შეტევა
რაფინია ვახსენეთ, კარგი იყო, მოულოდნელად კარგი. შეტევის დროს ბალდეც გარემარბი ხდება და მისი დიდი დამსახურებაა გამარჯვებაში, მართალია დასკვნით ფაზაში თუ დარტყმას გადაწყვეტს კარგად ვერასდროს სრულდება ეგ ამბავი, მაგრამ სარგებელი ყოველთვის მოაქვს.
გილოცავთ! დანი ალვესის შემთხვევა აღარ განმეორდება. ჟორდი ალბას შემცვლელი ნაპოვნია.
ლევანდოვსკი დაგვიბრუნდა, დაბრუნდა გოლით, ნახევარმომენტი ისევ გოლად აქცია, აფრინდა ჩვენი ურუგვაელი ცხოველი და ზუსტად იქ ჩააგდო ბურთი სადაც ლევანდოვსკი მეფობს.
ორი მომენტი ჰქონდა მთელ თამაშში, ერთი გოლად აქცია. სწორედ ამისთვის არის “ბარსაში”, ნახევარმომენტები აქვს გასატანი. დიდი ძალაა ლევანდოვსკი, “მანჩესტერთან” ჩვენი ჯოკერი უნდა იყოს, არავის მასზე დიდი გამოცდილება არ აქვს, ბუსკეტსს თუ არ ჩავთვლით.
შემდეგ ტურში “სევილიას” დავუხვდებით. მერე ერთი კვირით შევისვენებთ, “ვილიარეალს” ვესტუმრებით და “მანჩესტერის” ჯერიც მოვა.
ყველაფერი წინ არის..
ვაჰ ბიჭო, ნუ უსმენთ ამ დიქტორებს, თამაშს უყურეთ, გამაგიჟებს ეს ხალხი ტო..
ლევანდოვსკი გოლის მიუხედავად საუკეთესო ნამდვილად არ იყო
რაფინიაში რა მოგეწონა ძმაო, მაგაზე ღლე ფეხბურთელი ბარსაში მარტო ტორესი თუ იქნება..
ბარსაში რო არაა გასაჩერებელი ეგ უდაოა მარა რატო უკარგავთ ხალხო ასეთ მომენტებს ვერ ვხვდები.
წელს სულ მცირე 4 ქულა მოუტანა გუნდს (ვალენსია-ოსასუნასთან) 2ვე მატჩში ისეთი რაღაც გააკეთა რასაც ბევრი ნაღადად ვერ იზამდა, მითუმეტეს ბოლო წუთებზე და კონტრიბუციაც 12 დაუგროვდა უკვე, ამიტო ვერ ვხვდები რატო არ გინდათ ამ ბიჭის კარგის დანახვა. ბევრს აშავებს და დრიბლინგი ინგლისში დატოვა მარა რაღაცას რომ აკეთებს მაგას რად უნდა ბაზარი
მართლა არ ვიცი პირველი 35 რა ქ ა მარა მერე ნული იყო ძმაო, არა პასი, არა დრიბლინგი, უაზრო დაკარგვები და ასე შემდეგ. რა ვქნა ახლა ასე იყო. ნუ ამიტანია შეცდომები მარა უფანტაზიო ბრაზილიელი ვინგერი? რატომ თორე კი.
რაფინია საზიზღრობაა.ბრაზილიელის ფერი აქვს მარტო.
როგორც ყოველთვის ავტორს სულ ვეთანხმები ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში, რაფინიაზე რა თქმა უნდა მეც სხვა აზრი მაქვს, რაის კარგი თამაში, კატასტროფაა. ყველაზე უდონო ბრაზილიელია, თან ვინგერი. ყველაზე უნიჭო ვინც კი მინახავს. თანაც ამ დონეზე. აი ვესტ ჰემი ლიდსი ლესტერი მაგის გუნდებია, სადაც ლიდერი იქნება. აქ კიდე მუნირია ტიპი. პროსტა ავტორს ალბათ იმის თქმა უნდოდა რო ეს თამაში რაც გუშინ ჩაატარა წინებს ჯობდა. გოლი გაიტანა, მარტივი მარა მაინც. პრინციპში სულ ასე არაა, წინა გოლი ამაზე მარტივი აქვს გატანილი. ოსასუნასთან არა, პირველი ლა ლიგაში. მარა ხო გაიტანა? ფრენკი-რაფინიას კომბინაცია ახლა არ გამოვიდა, ამჯერად თამაშგარე იყო. მერე იქ შოუ დადგა, ვინისიუსი აკეთა რო გაწვა და აღარ ადგა. ერთგან იყო 11 მეტრიანი ჩემი აზრით. მერე ისიმულიანტა. მარა ჯამში ბურთის კარგვის, უაზროდ თამაშის გარდა, ასე თუ ისე წინებს ჯობდა რა. მაგ გოლს ტორესი ვერ გაიტანდა, გამაზავდა ან ფეხს ააცელდა ან თამაშგარეში იქნებოდა.
Pedri is amazing
მთელი თამაში დიქტორები რაფინიაზე ღადაობდნენ ერთი პასი ვერ გააკეთა და ერთი კაცი ვერ მოატყუაო, ეგ კი არა უკვე თვლიდნენ მერამდენედ კარგავდა ბურთს და შეცვლის პირველ კანდიდატად განიხილავდნენ. ის რო გოლი გაიტანა არაფერი დიდი შვება არაა,მაგისთანა გოლები რონალდუს რო გაქონდა იმასაც დასცინოდნენ ჯოხი რო ყოფილიყო ჩარჭობილი იმ ადგილზე ისეც გავიდოდა გოლიო.
ლევანდოვსკიზე ცუდი ამ საიტზე მგონი არავის უთქვამს , პირიქით ერთადერთი თავდასხმელია რომლის იმედიც გვაქვს მგონი
ლევანაზე რატო ამბობთ ცუდს ვერ ვხვდები, დიდად არ ვგიჟდებოდი მაგ კაცზე არადროს მაგრამ რაც მოვიდა 25 თამაშში 23 გოლი შეაგდო, თან ბუნდესლიგაში აქვს გატარებუკი მთეკი თავისი კარიერა და 34 წლის ასაკში გამოიცვალა ლიგა,თან უფრო რთულში გადავიდა, თან ვინგერები არ უვარფა, მეტი დაფასება ეკუთვნის ამ კაცს
რაფინიას დედაც მარა პედრის ის პირველი ეპიზოდი ვინ შეუქმნა და ვინ დატოვა ერთიერთზე კარგად ნახეთ და პირველ ტაიმში თამაშგარეში რო არ ყოფილიყო თავით შეაგდო, მაგის იქეთ დაცვას ეხმარებოდა და მარტო იმ ერთი პასის გამო ჰქონდა მაგარი თამაში.
ბარსაში რო არაა გასაჩერებელი ეგ უდაოა მარა რატო უკარგავთ ხალხო ასეთ მომენტებს ვერ ვხვდები.
წელს სულ მცირე 4 ქულა მოუტანა გუნდს (ვალენსია-ოსასუნასთან) 2ვე მატჩში ისეთი რაღაც გააკეთა რასაც ბევრი ნაღადად ვერ იზამდა, მითუმეტეს ბოლო წუთებზე და კონტრიბუციაც 12 დაუგროვდა უკვე, ამიტო ვერ ვხვდები რატო არ გინდათ ამ ბიჭის კარგის დანახვა. ბევრს აშავებს და დრიბლინგი ინგლისში დატოვა მარა რაღაცას რომ აკეთებს მაგას რად უნდა ბაზარი
+1 რამდენჯერაც ბურთი მიიღო იმდენჯერ დაკარგა, ვერც შეტევას ამწვავებს და მაგის გარდა ბურთს სუ კარგავს
ფაქტიურად ეგ ფატი და ტორესი რო არიან -3 კაცით ვთამაშობთ
რაფინიას კარგი თამაში სად ნახეთ? ანუ სერიოზულად აღიქვამთ გუშინ რაც ითამაშა იმას კარგად? კაცს რომელსაც ,,კარგი თამაში"
ჰქონდა ერთხელაც ვერ ჩააწოდა ნორმალურად. თითქმის ყველა ელემენტარულ სიტუაციაში ბურთს კარგავდა. მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი განსაკუთრებით საშინელება იყო მისი შესრულებით. დანარჩენი მთელი გუნდი ვინც სასტარტოში იყო იდიალური თუ არა იდიალურთან მიახლოვებული იყო რობერტას თუ არ ჩავთვლით ცოტა ამოვარდნილი იყო სქემიდან. ფატის იმედი აღარ მაქ, სანამ ფასი აქვს გავყიდოთ უნდა და თან მივაყოლოთ რაფიანია, ტორესი. პრემიერ ლიგიდან ფეხბურთელი არ უნდა იყიდონ იშვიათი გამონაკლისების გარდა ლალიგაში ვერავინ თამაშობს იქედან მოსული
მეც მაგას ვფიქრობ დაჟე ბაციტაძეც მაგას ამბობდა, რაფინია და კესი არის კაი ზამენის ხალხი, ორივე ცხენივით დარბის და ეგ პლიუსი აქვს მხოლოდ
35 წუთიდან დავიწყე ყურება, მანამ რა ქნა ამ რაფინიამ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მერე კაპიკის საღირალი არაფერი უქნია გოლის გარდა.
რაფინია ტანჯვაა
ფატიმ და ლევანდოვსკიმ რო შეუშალეს თავზე ხელი ერთ
მომენტში ფატი რო არ შეხებოდა ლევა უეჭველი შეაგდე ბდა.
ბუსკემ პრაიმის თამაში დადო,
შეტევაში მინიმუმ ერთი კარგი ვინგერი რომ გვყავდეს ,ვიტყოდი ,რომ გავცდებით იუნაიტედს უორობლემოდთქო, მაგრამ არცერთის იმედი არ მაქ, თუნდაც გამოგვაგდოს მანიუმ, რაც მთავარია ლა ლიგა დავდოთ
მეც მაგ რეკორდს ვწურავ, როგორ მეწყინა რო გავიდა ვერ წარმოიდგენთ.. აი პედრიზე არ ვიცი რა ვთქვა, უდიდესი ფეხბურთელია უკვე, უდავოდ საუკეთესო ახალგაზრდაა მსოფლიოში. სტაბილურობას ვინარჩუნებთ მოგებებით და იდეალურია, იმედია მივიყვანთ ბოლომდე ყველაფერს.