workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი – ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტ ბურთს იბრუნებს

პედრი – ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტ ბურთს იბრუნებს

bolt მოკლედ
პედრი 2026 წელს "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის ბურთის დაბრუნებებით ლიდერობს. მიმდინარე სეზონის პირველ 7 ტურში ამ მაჩვენებლით ლა ლიგის მცველებსა და ნახევარმცველებს შორისაც პირველ ადგილზეა.

პედრი პირველ რიგში ბურთის ფლობით, თამაშის ტემპის მართვითა და ზუსტი გადაცემებით გამოირჩევა, თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდში მას არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვს დაცვით ფაზაშიც.

Barça 1899 Stats-ის მონაცემებით, 2026 წელს პედრიმ “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 168 ბურთი დაიბრუნა. შემდეგ მოდიან ლამინ იამალი – 115, ერიკ გარსია – 112, დანი ოლმო – 108 და პაუ კუბარსი – 103.

პედრი ლიდერია საშუალო მაჩვენებლითაც – ყოველ 90 წუთში 6.87 ბურთის დაბრუნება აქვს.

Analítica Fantasy-ს მიხედვით, მიმდინარე სეზონის პირველი 7 ტურის შემდეგ ის ლა ლიგის მცველებსა და ნახევარმცველებს შორისაც პირველ ადგილზეა. პედრის ანგარიშზე 44 დაბრუნებაა, საშუალოდ 7.9 მატჩში. მას მოსდევენ “ბეტისის” პაბლო ფორნალსი – 40, “ხეტაფეს” ზაიდ რომერო – 38, “ბეტისის” მარკ როკა – 36 და “ესპანიოლის” ედუ ექსპოსიტო – 34.

ამავდროულად, ფლიკი ესპანელი ნახევარმცველის დატვირთვას აკონტროლებს. მიმდინარე სეზონში პედრიმ 564 წუთი ითამაშა და ამ მაჩვენებლით გუნდში მეოთხეა. ის ბოლო 7 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა არცერთი მატჩი სრულად არ ჩაუტარებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 30 სექ 2026, 00:09
    #9

    დახატეს ბავშვებმა 👏👏

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 30 სექ 2026, 00:08
    #8

    გოთვერანი ბავშვი სად დაურტყა 😂 ახლოში 😂

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 30 სექ 2026, 00:03
    #7

    მაგრად ვირობენ ხორვატები

  • Vakho77
    Vakho77 ახალბედა
    schedule 29 სექ 2026, 23:45
    #6

    რაფინიამ კარგად ვარო,მადლობა ღმერთს გადავრჩით…😍

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 29 სექ 2026, 23:36
    #5

    სუბიმენდი წერია ძირითადში და საერთოდ მოედანზე იყო პირველ ტაიმში ?!😂

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 29 სექ 2026, 23:33
    #4

    ფერმინი იმენა ფერმინატორია მართლა ყველა კუთხიდან უძაძგუნებს😄😄😄 მაგრამ სამწუხაროდ ძელმაც აჯობა და მეკარემაც რა ფუფუნებაა ეგ და ოლმო

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 29 სექ 2026, 23:19
    #3

    აუუუ დაასვა თავზე იამალმა, მეტი რა ქნას. მიეცით ოქროს ბურთი, ხატავს რასაც ქვია.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 29 სექ 2026, 23:17
    #2

    ეს ჰაუსენი ორ მეტრიანი სტოლბაა და თავზე მაინც სუსტია რაა

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 29 სექ 2026, 22:49
    #1

    ჯერ გამარჯობა გეთქვა ლამინე👏