მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის (The Best) მებრძოლი მოთამაშეები დაასახელა. მათ შორის “ბარსელონას” ცხრიანი რობერტ ლევანდოვსკიც მოხვდა.
ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:
- ხულიან ალვარესი – “მანჩესტერ სიტი”, არგენტინა
- ჯუდ ბელინგემი – დორტმუნდის “ბორუსია”, ინგლისი
- კარიმ ბენზემა – “რეალ მადრიდი”, საფრანგეთი
- კევინ დე ბრუინი – “მანჩესტერ სიტი”, ბელგია
- ერლინგ ჰოლანდი – “მანჩესტერ სიტი”, ნორვეგია
- აშრაფ ჰაკიმი – პსჟ, მაროკო
- რობერტ ლევანდოვსკი – “ბარსელონა”, პოლონეთი
- სადიო მანე – “ბაიერნი”/”ლივერპული, სენეგალი
- კილიან მბაპე – პსჟ, საფრანგეთი
- ლიონელ მესი – პსჟ, არგენტინა
- ლუკა მოდრიჩი – “რეალ მადრიდი”, ხორვატია
- ნეიმარი – პსჟ, ბრაზილია
- მოჰამედ სალაჰი – “ლივერპული”, ეგვიპტე
- ვინისიუს ჟუნიორი – “რეალ მადრიდი”, ბრაზილია
ვაჟებისგან განსხვავებით, კატალონიურ კლუბს ქალებს შორის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს. The Best-ისთვის აიტანა ბონმატი, ალეშია პუტელიასი და კეირა ვოლში იბრძოლებენ.
ფიფას დაჯილდოება 23 თებერვალს პარიზში გაიმართება.
მე მეგონა რო ეს პრიზი ლეომ მოიგო, რაღაც მსგავსი გადასცეს თუ IFFS-ის პრიზი იყო.
ლევან მანდ უკვე იბრძოლეს და გაიმარჯვა კიდეც