ლეო მესის სამოტივაციო სიტყვა კოპა ამერიკის ფინალის წინ

ლეო მესის სამოტივაციო სიტყვა კოპა ამერიკის ფინალის წინ

2021 წლის ზაფხულში, როდესაც ჯერ კიდევ “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, ლიონელ მესიმ ოცნება აისრულა და არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო.

ხვალ ამ ჩემპიონობაზე Netflix-ის დოკუმენტური ფილმი გამოვა, თუმცა ამ ფილმიდან ერთი ეპიზოდი უკვე გავრცელდა – ლეო მესის სამოტივაციო სიტყვა მასპინძელ ბრაზილიასთან გამართული ფინალის წინ.

ჩვენ ვიცით არგენტინაც და ბრაზილიაც. დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებ, ისედაც ყველაფერი ვიცით. დღეს მინდა, რომ ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა ამ 45 დღისთვის.

ჩემ დაბადების დღეზე ვთქვი, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ და ამისგან სიამოვნებას ვიღებ. 45 დღეა, ამ მოგზაურობაში ერთად ვართ, სასტუმროებში, სადილებზე, მოედანზე… 45 დღეა, ოჯახები არ გვინახავს, ბიჭებო, 45 დღე!

ამ 45 დღის განმავლობაში ემილიანო მარტინესი მამა გახდა და მას ქალიშვილი ჯერ არ უნახავს. მამა გახდა ლუკას მარტინესიც და მან თავისი შვილი ძალიან მცირე ხნით ნახა… ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი. მიზანი, რომელთანაც ერთ ნაბიჯში ვართ.

იცით, რა არის ყველაზე კარგი? ეს ჩვენზეა დამოკიდებული. კოპა ამერიკის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოედანზე გავალთ და ამ ფინალს მოვიგებთ.

ფინალს მოვიგებთ, ტიტულს არგენტინაში დავაბრუნებთ და ჩვენც ოჯახებს დავუბრუნდებით. დავუბრუნდებით მეგობრებსა და ადამიანებს, რომლებიც ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის იყვნენ.

შემთხვევითობა არ არსებობს. იცით რა? ეს ტურნირი არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ღმერთმა ინება, რომ აქ, ბრაზილიაში გამართულიყო. ღმერთმა ინება, რომ ჩვენ თასი მარაკანაზე მოგვეგო… იმისათვის, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო.

გავიდეთ მოედანზე თავდაჯერებით და მშვიდად. ამ თასს სახლში წავიღებთ.

ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • იმედა_ხავიესტა
    04 ნოე 2022, 12:19

    მეფეა!

  • KING_BARCA
    04 ნოე 2022, 03:58

    შენი ქვეყნის ნაკრების მაისურის ქვეშ რო ხარ ჯერ, მერე მესი რო ლაპარაკობს ამ ყველაფერს, მერე მესისთან ერთად რო უნდა გახვიდე მინდორზე, რამხელა ძალა აქვს ამ კაცს, სიტყვითაც და ფიზიკურადაც, სერჟანტი ომამდე რო მიმართავს თავის ჯარს, ესეა ეს….. მომენატრე მესი, დაგვიბრუნდი❤️

  • nika 54
    03 ნოე 2022, 16:44

    იმედია ყატარშიც იტყვის სამოტივაციო სიტყვას და ის სიტყვაც გაჭრის.

  • Iniesta_8
    03 ნოე 2022, 00:12

    ციტატა: Bakero
    საკაპიტნე კაცი არ არისო არაო ქართველებმა იმიტომ რომ არც ლიდერია და არც მოტივატორიო joy joy joy joy joy


    ლიდერი არის რა თქმა უნდა, მარტო იგებს თამაშებს და მთელ გუნდს ათამაშებს, მარა მოტივატორი მართლა არაა. თავისთვისაა მოედანზე და დასეირნობს უმეტესწილად. ხანდახან გუნდელს გამოფხიზლება სჭირდება ძაან რომ აურევს, ეს კიდე თავჩაღუნული დადის მაგ დროს. ავტორიტეტი აქვს უდიდესი და ეგ ეხმარება კაპიტნობაში.

  • kanja
    02 ნოე 2022, 23:55

    მესი მესია, ისე როგორც ფეხბურთი ფეხბურთია… მათ ვერ გაარჩევ!!!

  • Bakero
    02 ნოე 2022, 23:49

    საკაპიტნე კაცი არ არისო არაო ქართველებმა იმიტომ რომ არც ლიდერია და არც მოტივატორიო joy joy joy joy joy

  • ანდალუზია
    02 ნოე 2022, 23:48

    ოჰ…შე მუჩაჩო კაცო,
    ძალიან დიდი სიამოვნება იყო ამ კოპაზე არგენტინის ყურება,მებრძოლი არგენტინის.

  • cruyff9
    02 ნოე 2022, 23:25

    ვამოოოოოს ვამოოოოს მუნდიაააალ მუჩაჩოოოს

  • La Pulga10
    02 ნოე 2022, 23:12

    აგერ ძმაო კაცი,მეფეა და კაპიტანი,მაგიტომ არიან თანაგუნდელები მზად ომში წავიდნენ მესის გამო.

  • carles puyol 5
    02 ნოე 2022, 23:07

    იიიი ცუდი კაპიტანია იიი ლიდერული თვისებები არააქვს

  • ♠️Spookyfy♠️
    02 ნოე 2022, 22:56

    Tqveen genacvaleet,gijebi ariann,msoflio chveeenia 🇦🇷🇦🇷❤️