გუშინ ცნობილი გახდა, რომ წაგებული “ელ კლასიკოს” შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მსაჯების ოთახში ჩავიდა და მათგან რამდენიმე ეპიზოდზე განმარტების მიღებას ითხოვდა.
მთავარი არბიტრის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქმე რაიმე სხვა სახის ინციდენტთან არ გვქონია. ლაპორტას სთხოვეს, სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად ოთახი დაეტოვებინა და როგორც ჩანს, დატოვა, ვინაიდან მსაჯის ანგარიშში სხვა არაფერი წერია.
Sport-ის ცნობით ლაპორტას მსუბუქი სასჯელი ელის. ერთადერთი, რაც მან დაარღვია, არის ის, რომ მსაჯების ოთახში შესვლის უფლება არ ჰქონდა. მსაჯების ოთახში შესვლის უფლება აქვთ თავად არბიტრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, დელეგატებს, ფედერაციების წარმომადგენლებს, სამსაჯო კომიტეტის წარმომადგენლებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს… მაგრამ არა პრეზიდენტებს.
კატალონიური წყაროს ცნობით მოსალოდნელია, რომ “ბარსას” პრეზიდენტს 602 ევროთი დააჯარიმებენ, რადგან მიმდინარე სეზონში ეს მისი მხრიდან მსგავსი პირველი დარღვევაა. სწორედ ასე დაისაჯა იდენტურ სიტუაციაში “სევილიას” პრეზიდენტი ხოსე კასტრო.
ჯერჯერობით “ბარსელონას” რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.




მაგდენს ალბათ ცხვირსახოცში იხდის
მორჩა გააღატაკებენ ერთბაშად.
ერთ გაძღომას მოიკლებს რესტორანში და გადაიხდის.
ვიცი, დამირეკა, ერთი 100 ევრო მასესხეო;
რკინის 2 ევროიანიც წავუმატე, მაინც არ მჭირდებოდა