ჩავი ერნანდესი ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებსაც უხმობს.
Relevo-ს ჟურნალისტ ალბერტ როგეს ინფორმაციით, მწვრთნელი ხვალინდელი მატჩის განაცხადში “ბარსა ატლეტიკის” ორ მოთამაშეს: ჩადი რიადსა და მარკ კასადოს უხმობს.
რიადი 19 წლის მაროკოელი ცენტრალური მცველია, რომელიც მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება. “ბარსას” რიადის პოზიციაზე მხოლოდ ორი ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს, ჟერარ პიკესა და ერიკ გარსიას სახით და მისი გამოძახების მიზეზიც სწორედ ისაა.
რაც შეეხება კასადოს, იგი 19 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველია, რომელიც რიადის მსგავსად კარგ სეზონს ატარებს და პირველ გუნდთან ერთად ხშირად ვარჯიშობს.




იმედია მიეცემა შანსი ჩადი რიადს
აბა ჯანმრთელები აღარავინ დაგვრჩა და რა ქნას.
ნეტა მეორე არაუხო გამოდგეს ეს ბიჭი