workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიდერები სამორასა და პიჩიჩის ჯილდოებისთვის ბრძოლაში

ლიდერები სამორასა და პიჩიჩის ჯილდოებისთვის ბრძოლაში

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონა” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვერა, მაგრამ ინდივიდუალურ ჯილდოებში ლიდერობს.

6 ტურის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია, რომელსაც 8 გოლი აქვს გატანილი. პოლონელი მე-2 ადგილზე მყოფ ბორხა იგლესიასს 2, ხოლო მესამეზე მყოფ იაგო ასპასს 3 გოლით უსწრებს. “პიჩიჩის” ჯილდოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი სწორედ ლევანდოვსკია.

“ბარსელონელი” ლიდერობს “სამორას” ჯილდოსთვის ბრძოლასაც. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 6 ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა (ისიც რიკოშეტით დარტყმული). სავარაუდო კონკურენტებს, ტიბო კურტუასა და იან ობლაკს ის უკვე 5-5 გოლით უსწრებს. მე-2 ადგილზე კი “ვილიარეალის” კარის დარაჯი ხერონიმო რულია 2 გაშვებული გოლით.

“ბარსელონას” მეკარეებს “სამორას” ჯილდო ყველაზე მეტჯერ, 20-ჯერ აქვთ მოგებული, მაგრამ ეს 2015 წლის შემდეგ არ მომხდარა. 2014/15 წლების სეზონში ლა ლიგის საუკეთესო მეკარის წოდება კლაუდიო ბრავომ მოიპოვა. ტერ შტეგენს კი ეს ჯილდო ჯერ მოგებული არ აქვს.

“ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსიც აქვს, თანაც არცთუ მცირე. მართალია, “რეალი” 6 ტურის შემდეგ ისევ უდანაკარგოა, მაგრამ მადრიდელებზე ცუდად არც “ბარსა” გამოიყურება, რომელიც ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

თუ “ბარსელონა” ჩემპიონატის, “პიჩიჩისა” და “სამორას” ჯილდოებს მოიგებს, ეს კლუბის ისტორიაში მხოლოდ მეორე “ჰეთ თრიქი” იქნება. აქამდე სამივე ტიტულის მოგება “ბარსამ” მხოლოდ ერთხელ, 2009/10 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც ლა ლიგის საუკეთესო გუნდი “ბარსელონა”, საუკეთესო ბომბარდირი ლეო მესი, ხოლო საუკეთესო მეკარე ვიქტორ ვალდესი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Ko Ke
    schedule 20 სექ 2022, 17:41
    #6

    Წესით მეორე ტრებლი დაიდება მაგ მხრივ ვ

  • Iniesta_8
    schedule 19 სექ 2022, 20:22
    #5

    ლევანდოვსკის ჯიბეში აქვს პიჩიჩი, მარა რეალი ისე კარგად თამაშობს მგონი მაინც ვერ მოვიგებთ ლა ლიგას. ბენზემას გარეშე არც ერთი ქულა არ დაუკარგავთ და მერე რა იქნება არ ვიცი, იმედია სანაკრებო პაუზის მერე აირევიან.

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 სექ 2022, 17:48
    #4

    სტარტი ისეთია რომ თუ ასე გაგრძელდა არ იქნება პრობლემა

  • Robert lewandovski
    schedule 19 სექ 2022, 17:48
    #3

    ხავი ლეგენდა როგორ მაინტერესებს შენი აზრი მეგობარო ამ ბარსას პერპექტივაზე, თუ კითხულობ ხოლმე ჩემ კომენტარებს იქნებ დაბრუნდე საიტზე.

  • რობერტ ლევანდოვსკი
    schedule 19 სექ 2022, 17:45
    #2

    მოგესალმებით ყველას, მოკლედ დიდი ხანია მინდა აქ რეგისტრაცია მაგრამ ობიექტური მიზეზების და გამო ვერ ვახერხებდი. რაც შეეხება ამ სტატიას ძალიან კარგი იქნება თუ ამ ჯილდოს ისტორიაში მეორედ მოვიპოვებთ წარმატებები ბარსელონას და ასევე თქვენც (ჩვენც)მის ფანობას!

  • nika 54
    schedule 19 სექ 2022, 17:33
    #1

    ნამდვილად მოსაგებია ლა ლიგა თავისი კერძო ტიტულებიანად. ჯერჯერობით ევროპა მოიცდის, გუნდი არ არის მზად ლიგისთვის.