ცოტა ხნის წინ დასრულდა “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გამართული შეხვედრა, რომელიც კატალონიელებმა 3-0 მოიგეს.
რაფინიამ “ბარსას” მაისურით სადებიუტო გოლი სწორედ ამ მატჩში გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრაზილიელი ჟურნალისტებთან საუბრობს:
რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენმა სათამაშო სტილმა ყველაფერი გადაწყვიტა. “ბარსელონას” ბურთი მუდმივად უნდა ჰქონდეს და თუ ასეა, ბევრი გოლის გატანა შეგვიძლია.
მოგებით ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. პირადად მეც ძალიან ბედნიერი ვარ, თანაგუნდელები ადაპტაციის გავლაში ძალიან მეხმარებიან.
გოლი ჩემს ოჯახსა და განსაკუთრებით ცოლს მივუძღვენი, რომელიც მხარს ძალიან მიჭერს.
დემბელესა და ლევანდოვსკისთან თამაში მარტივია. ადრე მათ ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი ერთად ვთამაშობთ და ვხედავ, რა დონეზე არიან.
ვფიქრობ, ფანები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. შესანიშნავი გუნდი გვყავს და წინ დიდებული სეზონი გველოდება.
სიმართლე გითხრათ, აქამდე ჩემს კარიერაში თავით გატანილი გოლი არ მახსენდება.




Კუთხურები უნდა აწოდოს ლევანამ?
ჯარიმები ურტყას
მაგ ბურთს თავის გარდა ვერაფრით შეაგდებდი ამიტომ ეგეც უნდა დაამუღამო.
Კუთხურები უნდა აწოდოს ლევანამ?
კუთხურების და ჯარიმების შესრულება არარის შენისაქმე. აცადე ნახევარმცველებს ან ლევანას ბოლობოლო
ფერანი უკვე ატრაკებს ამდენხნიანი უფორმობით, ზაფხულში მოიწევს გუნდის დატოვება თუ არ მოუმატა.
აი რავთქვა მაგაზე არ ვიცი სუარესიც კაია ბენზოც მარა თუ ვინმეს უნდა ეწეროს 9 მაგ კაცს უბრალოდ მომაკვდინებელია საჯარიმოში ბაიერნის თამაშებს რო არ ვუყურებდი ხშირად კიდე არ მცოდნია შესაძლებლობები კარგად სხვა დონეზეა საერთოდ სუარესიც ძაან მიყვარს მარა ალბათ თანამედროვეობის საუკეთესოა თავის პოზიციაზე 👏🏻 მერე პროფესიონალიზმი შემართება ნუ არ ვიცი სასწაულია
რაფინია მაგარი მშრომელი ფეხბურთელია, პასებიც კარგიბაქვს, დარტყმაც ნორმალური,ტექნიკურიცაა და ჭკვიანიც, თან რა კარგად დაამთხვია ის რომ რონალდინიომაც ამ დღეს გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი ბარსაში და თან მანაც სევილიას წინააღმდეგ, მის კუმირს მიბაძა მაგაში, იმედია სხვა რაღაცეებშიც მიბაძავს ლოთობის გარდა😁
შენ თუ ესეთი მუშა კაცი იყავი მართლა არ მეგონა საღოლ რაფო
ლევანას ყველა მოძრაობაზე ეტყობა კლასი. უმაღლესი დონეა.
ფერანი უკვე ატრაკებს ამდენხნიანი უფორმობით, ზაფხულში მოიწევს გუნდის დატოვება თუ არ მოუმატა.
დღეს კარგი იყო ნამდვილად ესე თუ გააგრძელა ამ ბიჭმა ბევრს შეაყვარებს თავს 🙌🏻
ძალიან კარგად მოერგო ბარსას. ჭკვიანი ფეხბურთელია ძალიან კარგი სისწრაფით და ხედვით, ნორმალური დარტყმით და ტექნიკით.