workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სევილია-ბარსელონა – განსაკუთრებული თამაში ჟიულ კუნდესთვის

სევილია-ბარსელონა – განსაკუთრებული თამაში ჟიულ კუნდესთვის

“ბარსელონა” ზეგ ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩში “სევილიას” სტუმრად დაუპირისპირდება. ეს თამაში ჟიულ კუნდესთვის განსაკუთრებით გამორჩეული იქნება. “ბლაუგრანას” ახალწვეული, რომლის დებიუტიც კატალონიურ გუნდში კვირას “ვალიადოლიდთან” გამართულ შეხვედრაში შედგა, “სანჩეს პისხუანზე” დაბრუნდება, სადაც ანდალუსიელთა რიგებში 3 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა.

კუნდე “სევილიას” 2019 წლის ზაფხულში “ბორდოდან” შეუერთდა. ჟიულმა გუნდში თავი მალევე დაიმკვიდრა და გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიც გახდა. მან “წითელ-თეთრების” მაისურით 133 თამაში ჩაატარა, რომლებშიც 9 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.

კუნდეს ყველაზე დიდი მიღწევა “სევილიაში” ყოფნისას 2019/20 წლების სეზონში ევროპა ლიგის მოგებაა. ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა მაშინდელ გათამაშებაში მონაწილეობა 12-დან 9 მატჩში მიიღო, რომლებშიც შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიული ლა ლიგის გასული სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

კუნდე მისთვის ძალიან კარგად ნაცნობ მოედანს უბრუნდება, სადაც მან წარმატებული 3 სეზონი გაატარა. ფრანგმა უკანახაზელმა “სანჩეს პისხუანზე” ბოლოს 22 მაისს ითამაშა, როდესაც მისმა გუნდმა “ბილბაო” 1-0 დაამარცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Ko Ke
    schedule 02 სექ 2022, 00:34
    #3

    Ძაან კაი იქნება თუ სევილიაში დაბრუნებას გოლით აღიშნავს

  • nika 54
    schedule 01 სექ 2022, 16:12
    #2

    ციტატა: EL MAESTRO 6
    იმედია ამოვტენით სევილიას და ლოპეტეგის გააგდებენ, ძაან საზიზღარ ფეხბურთს ათამაშებს გუნდა რაც სევილიას არ შეეფერება, იმედია ისე ამოვტენით რომ ეგრევე გააგდონ ლოპეტეგი


    ოღონდ მოვიგოთ და თუ გინდა ლოპეტეგი სულ მანდ ეგდოს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 სექ 2022, 12:04
    #1

    იმედია ამოვტენით სევილიას და ლოპეტეგის გააგდებენ, ძაან საზიზღარ ფეხბურთს ათამაშებს გუნდა რაც სევილიას არ შეეფერება, იმედია ისე ამოვტენით რომ ეგრევე გააგდონ ლოპეტეგი