“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ვალიადოლიდთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:
ჩვენ პაკეტას (“ვალიადოლიდის” მწვრთნელი) ვაფასებთ. ის მამაცი და შემტევი სტილის მოყვარულია და ხვალ რთული თამაში გველის.
დარწმუნებულები ვართ, რომ კუნდე ხვალ თამაშს შეძლებს.
ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, ალბათ ბოლო 20 წელში ურთულესი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, მაგრამ სირთულე ძალიან დიდი იქნება.
სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მინდა, რომ ის დასრულდეს.
ობამეიანგი და მემფისი? არცერთ სიტუაციას არ გამოვრიცხავ. მე ყველაფერს ვითვალისწინებ და ვნახავთ, რა მოხდება.
ბალდეს შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ. ის ძალიან კარგად თამაშობს, ინდივიდუალურობით გამოირჩევა, დაცვასა და შეტევაში მოქმედება და უპირატესობის მოცემა შეუძლია. ალექსი აწმყოსა და მომავლის ფეხბურთელია, რაც მის ასაკში მარტივი არაა.
ტერ შტეგენს ლიდერის განსხვავებული თვისებები აქვს. სერიოზულობა, დისციპლინა, პროფესიონალიზმი… როდესაც ის ლაპარაკობს, ყველა უსმენს. ტერმა გასულ სეზონში არაერთხელ გადაგვარჩინა და იმავეს ამ სეზონშიც აკეთებს.
ტორეს ვესაუბრე. ვფიქრობ, თუ ის დარჩება, კარგად ითამაშებს. ეს “ბარსაა”, წუთების მიღება რთულია, მაგრამ ის ბევრს მუშაობს. “რასინგში” განათხოვრების ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ ის აქ უფრო მეტს ისწავლის. წინ ბევრი თამაში გველის და კარგია, თუ ის დარჩება.
დარეგისტრირების პრობლემა კვლავ არსებობს, მაგრამ კუნდეს შემთხვევაში ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.
ბერნარდუ სილვა? მე იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მისი შეძენა რთული იქნება, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსფერი რთულად წარმომიდგენია.
მარცხენა მცველის პოზიცია ბალდესა და ალბას სახით კარგადაა შევსებული. მარჯვენა ფლანგზე კი დესტის გარდა არავინ გვყავს, მან კი სიტუაცია კარგად იცის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ ამ პოზიციის გაძლიერება გვინდა.
ბრეითუეიტს “ბარსასთან” კონტრაქტი აქვს, მაგრამ მან 17 მაისის შემდეგ იცის, რომ არ ვენდობი. ახლა მისი სიტუაცია კლუბთან მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
ვფიქრობ, ფატისთვის 30 წუთის თამაში საკმარისია. ის ბედნიერია და გუნდს უკეთესს ხდის, მაგრამ ფორაში სრულად ჩადგომამდე გრძელი პროცესია გასავლელი.
ტაქტიკის ცვლილებას გავაგრძელებ. ეს მოტოქეზეა, მატჩისწინა პირობებსა და ვარჯიშზე ფებხურთელების პერფორმანსზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს, რაც მოწინააღმდეგეებისთვის ცუდი ამბავია.
პიკეს შვებულებამდე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ კონკურენცია მაღალი იქნებოდა და მას თამაში გაუჭირდებოდა. ჟერარს შეუძლია, სხვა როლში დაგვეხმაროს, ეს მისთვის მიცემულ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
გამოვრიცხეთ თუ არა მარკოს ალონსოს ტრანსფერი? როგორც ვთქვი, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე არაფერს არ გამოვრიცხავ.




მაგის დატვირთვა არაფრით არ შეიძლება
შეცვლაზე ითამაშოს ამ სეზონში
ხო არ ღირს გარისკვა,თანაც კარგად შემოდის და სხვაობას ქმნის,ეგეც საკმარისია ჯერ-ჯერობით.
ყველაზე მეტად ტერ შტეგენის კარგად ჩატარებული თამაშები მიხარია, მეკარე მნიშვნელოვანია. გვახოვს, კურტუამ მოაგებინა ლიგა რეალს
ისეთი გრაფიკი აქვთ და გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშიაკაცმა არ იცის რა იქნება სეზონის ბოლოს.
ფატისთან დაკავშირებით სწორად იქცევა
მაგის დატვირთვა არაფრით არ შეიძლება
შეცვლაზე ითამაშოს ამ სეზონში
მთავარია არ დაიმტვრეს
ჯვარი წერია და კვიცივითაა და იღბალი ვუსურვოდ მაგ მხრივ, ხო.
მთავარია არ დაიმტვრეს
მოკლედ არაფერი კონკრეტული, კუნდე მაინც დაარეგისტრირონ ულაპარაკოთ.
შტეგენი რო სასწაულ ფორმაშია ეს 2 თამაში ცალკე აღსაღნიშნია ეგ ამბავიიი
ბალდე მოხოდე ხავი ბალდე. ალბა ფორმაში თუ შევა მხოლოდ მაშინ აღირსე ძირითადი. 3 – 4 თამაში ბალდე ზედმიწევნით ათამაშე ძირითადიდან და ალბა კიარადა ალფონს დევისიც მომიღნავს მე. ძაან კაი ბიჭია ბალდე.