workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველად 2017 წლის შემდეგ – პიკე ზედიზედ 2 მატჩში სათადარიგოთა სკამზე

პირველად 2017 წლის შემდეგ – პიკე ზედიზედ 2 მატჩში სათადარიგოთა სკამზე

სეზონის დაწყების წინაც იწერებოდა, რომ ჩავი ერნანდესი ჟერარ პიკეს სასტარტო შემადგენლობის წევრად აღარ განიხილავს და ეს უკვე ნათლად ჩანს.

35 წლის ფეხბურთელს ლა ლიგის პირველ ორ მატჩში არ უთამაშია – “რაიო ვალიეკანოსა” და “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მან 90-90 წუთი სკამზე გაატარა, რაც, Relevo-ს ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა: მას შემდეგ, 2022/23 წლების სეზონამდე, პიკე ზედიზედ 2 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე არასდროს დარჩენილა.

ჩავი ჟერარზე წინ რონალდ არაუხოს, ანდრეას კრისტენსენს, ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეს აყენებს, ამ უკანასკნელის დარეგისტრირების შემდეგ კი ვეტერან მცველს სათამაშო დროის მიღება კიდევ უფრო გაუჭირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Fc Barca Batumi
    schedule 24 აგვ 2022, 11:47

    პიკე სათადარიგოზე მშვენიერია, არის ისეთი თამაშები სადაც პიკეს უნდა მიეცეს დროც და არა სულ ძირითადებმა! ამ ხშირი შენაცვლებით ძირითადიც და სათადარიგოც "ვეჩნი აგონი" გახდება აღარც გადაიწვებიან!

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2022, 09:10

    აი ამას ჰქვია, როგორც რუსები იტყვიან: "доигрался"-ო. ქართულად კი თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. ხან იმცირებს ხელფასს მერე უცებ კუნდეს დარეგისტრირების წინ წყვეტს მოლაპარაკებებს არარსებული მიზეზით თუმცა ყველა ეჭვობს რო კონკურენტს გადაუკეტა გზა. მოკლედ ის რაც გასდიოდა ვალვერდესთან თუ სეტიენთან ან კუმანთან ეტყობა ჩავისთან არ გაუვა. თუ ეს ეჭვები მართალია ყოჩაღ ჩავი, არავინ გუნდზე მაღლა არ დგას და ეს ბარსამ დაამტკიცა არაერთხელ. გინდა მარადონას გაშვებით გინდა რონალდინიოს და გინდა მესის გაშვებით,თუმცა აქ მაინც მთლად გუნდს ვერ ვაბრალებთ სანამ ტებასი ცოცხალია.

  • DesmondHume
    schedule 24 აგვ 2022, 02:00

    მარტო გამოცდილება აქვს იმხელა გარსია და კრისტრნსენი რო გადააბა ერთმანეთს, სკამიდან გამოგვადგება და სეზონის ბოლოს ბუსკეცთან, ალბასთან და რობერტოსტან ერთად წავა იმედია

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 აგვ 2022, 00:08

    გარსიამაც კი აჯობა პრესეზონზე და ამისო ფორმაში ჩადგომის აღარ მჯერა, ოთხივე კაპიტანი ამ წლის ბოლოს წავა დიდი ალბათობით

  • Niclaus
    schedule 23 აგვ 2022, 23:45

    როტაციაში გამოდგება, მაგრამ ძირითადი რომ არაუხო და კუნდე უნდა იყოს, მაგაზე მე მგონი ორი აზრი არ არსებობს.