workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ჟორდი ალბას აღარ ენდობა

ჩავი ერნანდესი ჟორდი ალბას აღარ ენდობა

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ჟორდი ალბას აღარ ენდობა, განსაკუთრებით, დაცვით ასპექტში.

ვეტერანმა მარცხენა მცველმა ლა ლიგის გახსნით მატჩში, “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც, მეორე ტურში მისი ადგილი ალეხანდრო ბალდემ დაიკავა – გავრცელებული ცნობებით, სამწვრთნელო შტაბმა ამ უკანასკნელის განათხოვრების ვარიანტი გამორიცხა.

როგორც Diario AS იტყობინება, “ბარსელონაში” მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავენ – კლუბი ხავი გალანის თაობაზე “სელტას” უკვე დაუკავშირდა, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ვიგოელები, 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, გამოსასყიდ თანხას, €18 მილიონს ითხოვენ, “ბარსას” კი €10 მილიონზე ნაკლების დახარჯვა სურს.

ამასთან, კატალონიურ გრანდს ჯერ არც მარკოს ალონსოს ტრანსფერი გამოურიცხავს – მასა და ალონსოს შორის კლუბი იმ ვარიანტს აირჩევს, რომელიც უფრო შესაძლებელი იქნება. ჩავი ერნანდესს ორივე მოსწონს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2022, 17:00

    არაუშავს ხალხი წლობით ზიან სათადარიგოზე და მაგაზე ბევრად ახალგაზრდებიც.

  • Dani alves
    schedule 24 აგვ 2022, 08:49

    ბალდე ღირსეულად შეცვლის ამას

  • Iniesta_8
    schedule 24 აგვ 2022, 02:15

    ქათამია ალბა. ყველაზე უარესი ნაღდად არაა მარა ბარსას დონეს ვერ აკმაყოფილებს. ზაფხულში წავიდეს ჯობია, ამ სეზონში კი დაგვჭირდება კიდევ არაერთხელ.

  • DesmondHume
    schedule 24 აგვ 2022, 01:55

    ასე რამე თუ გამახარებდა არ მეგონა :დდდდდ

  • katalomia
    schedule 24 აგვ 2022, 00:09

    ალბა აკრეფს ფორმას. ადრეა ჯერ ჩამოწერა ალბას.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 აგვ 2022, 00:05

    ბალდემ ბევრად აჯობა რაც ითამაშა ახლა, უბრალოდ გამოუცდელია და გრანდებთან ჯერ ვერ ვენდობით, ამიტომ ვინმე მანდაც არ გვაწყენდა მაგრამ იქამდე მარჯვნივ მოიყვანონ თორემ დაიტანჯა არაუხო

  • Ko Ke
    schedule 23 აგვ 2022, 23:58

    Ორივე თამაში კატასტროფა იყო ალბას შესრულებით, თუმცა ჩვენ ვიცით რაც შეუძლია ამ კაცს, თუნდაც ატლეტიკოს თან და ბეტისთან გატანილი გოლები ჯობია გალანის მთლიან კარიერას

  • lesane C
    schedule 23 აგვ 2022, 23:23

    კაია

  • Albicelecte
    schedule 23 აგვ 2022, 22:02

    აქამდე რატომ ენდობოდა?
    დაჯდეს სკამზე და ივარჯიშოს ჯორივით, იქნება ფორმაში-ითამაშებს