1995 წელი. “უეფას” თასის გათამაშებაში ებრაული “ხაპოერ ბიერ შევას” გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხებით (0:7), “ბარსელონამ” ევროპული ტურნირების გასვლით მატჩებში ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
2006 წელი. “ბარსელონამ” ისტორიაში პირველი მატჩი გამართა მაისურზე სპონსორის ლოგოთი. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კატალონიელებმა, რომლებსაც მაისურზე “UNICEF” ეწერათ, ბულგარეთის “ლევსკი” გაანადგურეს (5:0). აღნიშნული მატჩის გმირი კამერუნელი ფეხბურთელი გახდა.