workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასპილიკუეტას ბარსელონაში ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაოფიციალურდეს | ხავი მიგელი ბარსაზე

ასპილიკუეტას ბარსელონაში ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაოფიციალურდეს | ხავი მიგელი ბარსაზე

ხავი მიგელის ინფორმაციით, სესარ ასპილიკუეტას “ბარსელონაში” ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაოფიციალურდეს.

როგორც ესპანელი ჟურნალისტი იტყობინება, დღეს, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ლონდონის “ჩელსისთან” მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმების მიღწევასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.

“ბარსას” სურს, 32 წლის მარჯვენა მცველი მომავალ კვირაში წარადგინოს.

რაც შეეხება ალონსოს – მისი ტრანსფერი შედარებით გაიწელება. გამორიცხული არაა, “ჩელსიმ” კატალონიურ გრანდს მარკოსის ფრენკი დე იონგის გარიგებაში ჩართვა შესთავაზოს.

ამავე წყაროს ცნობით, “ბარსელონა” პრემიერ ლიგიდან მცველისა და თავდამსხმელის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. უკანახაზელი, დიდი ალბათობით, სწორედ ასპილიკუეტა იქნება, შემტევი კი – რაფინია. 

ხავი მიგელის თქმით, კლუბი რაფინიასა და დემბელეს შორის პრიორიტეტს ბრაზილიელს ანიჭებს და მის ტრანსფერს ისევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც ლევანდოვსკისა და კუნდეს მოყვანას. “ბარსას” სურს, რაფინია მეორე ბერკეტის გააქტიურებამდე იყიდოს, რადგან უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ამერიკულ ტურამდე გუნდის წევრი იყოს.

ჩავი ერნანდესმა აზრი შეიცვალა და ფიქრობს, რომ რაფინია და დემბელე ერთად ვერ ითამაშებენ, რის გამოც, ფრანგის კონტრაქტის გახანგრძლივებას გამორიცხავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:19

    ოჰო ეს უკვე სერიოზული თემაა

  • nika 54
    schedule 07 ივლ 2022, 22:19

    მოვიდა აზრზე ჩავი როგორც იქნა? კიდევ კაი მიხვდა. ამან არ იცის 5 წელი რა გადაგვატანინა იმ სლემ? მაგრამ ნამდვილი ზეიმი მაშინ მექნება როცა დემბელე უგუნდოდ დარჩება ან ისეთ გუნდში გადავა სადაც ხელფასს იმის ნახევარს მისცემენ რასაც ბარსა სთავაზობდა.

  • JustBarcaLover
    schedule 07 ივლ 2022, 21:06

    იმედია გაქაჩავს

  • Bakero
    schedule 07 ივლ 2022, 20:31

    მაგ ორიდან ასპილიკუეტა/მარკოს ალონსო რეალურად ასპი უფრო გვჭირდება და ეს თუ მართალია და ასპი მოჰყავთ საღოლ

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 ივლ 2022, 19:19

    აპილიკუეტა ძაან კარგი ტრანსფერი იქნება,მარჯვენა და ცენტრალურ მცველად თამაშობს, თან მარცხნივაც შეუძლია თამაში და დესტის იმედზე არ შევრჩებით მარტო

    ისე აზპი თუ მოვიყვანეთ+ კუნდეც თუ ვითრიეთ მაგ შემთხვევაში პიკე უნდა გაუშვან, ხელფასი ხო ძაან დიდი აქ და ამდენი მცველი საკმარისი იქნება, თან სეზონის ბოლოს 10 წუთი ვერ ჩერდებოდა მოედანზე

  • Moriba
    schedule 07 ივლ 2022, 19:15

    Ddddddddd არაფერი არ დაწერილა ასპილიკუეტაზე რაის რამოდენიმე საათში დდ ნახავთ აგერ თუიქნება

  • cruyff9
    schedule 07 ივლ 2022, 18:49

    ვახ როგორ მევასებაა აზპიიიი😍😍😍

  • shu1987
    schedule 07 ივლ 2022, 18:46

    იმ ფონზე რა კრიზისიცაა მშვენიერია მთავარია ბევრი არ გადაიხადონ