ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბარსელონას დელეგატს

ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბარსელონას დელეგატს

“ბარსელონას” ლეგენდარული დელეგატი, კარლეს ნავალი, ადამიანი, რომელსაც წესრიგის დამყარება ევალება, დისკვალიფიცირებულია.

“რაიო ვალიეკანოსთან” გამართული თამაშის მთავარი არბიტრის, დიას დე მერას ანგარიშის მიხედვით, შესვენებაზე ნავალი მსაჯების ოთახთან მივიდა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააპროტესტა, რის გამოც დე მერამ ნავალი გააძევა. საინტერესოა, რომ თამაშის მიწურულს სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს “რაიოს” დელეგატიც.

სადისციპლინო კომიტეტმა ნავალის საქმე განიხილა და მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. “ბარსას” დელეგატი გუნდის სათადარიგოთა სკამზე “მალიორკასთან” და “ბეტისთან” გასამართ შეხვედრებში ვერ იქნება.

აქვე გთავაზობთ 4 წლის წინ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც კარლეს ნავალს ეხება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2022, 00:11

    მსაჯის მიერ აშკარა არ დადებულ პენალტს და გამოგონილ თამაშგარეს ვინმე თუ განიხილავს საინტერესოა.

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2022, 18:45

    მაგრა დაგვერხა, ორი თამაში უმაგისოდ ძალიან გაგვიჭირდება.

  • La Pulga10
    schedule 27 აპრ 2022, 18:31

    ნიჩივოო

  • Tyler Durden
    schedule 27 აპრ 2022, 17:49

    რა კარგია ძველი სტატია რომ დაურთეთ, სულ მაინტერესებდა ვინ იყო ეს საყვარელი ბაბუა.