ხომ იცით ვინ არის კარლეს ნავალი? ჭაღარა, პუტკუნა კაცი, მუდმივად სათადარიგოთა სკამის სიახლოვეს რომ დგას, ან ზის. მოედანზე შესულებს რომ ამხნევებს და გამოსულებს რომ ამშვიდებს. ეგ კაცი კლუბშია 1972 წლიდან. ნახა კრუიფი, მარადონა, გიჟი ბრაზილიელები, მესი მის ხელშია გაზრდილი. რაც კი “ბარსას” თავს ხდება ყველაფრის ნაწილია და არაფერი მსგავსი არ მინახავს რაც გუშინ ვნახე – ერთ-ერთი პასის მერე, რომელიც აუტში გადავარდა, კარლეს ნავალმა სახეში შემოირტყა ხელი. ჩემთვის იდეალური სურათი გამოდგა. რა აღარ უნახავს ამ კაცს და ასეთი პასი.. ალბათ არასდროს.
“ბარსა” კრიზისშია. ცუდ დროს მოუწევს “პორტუსთან” თამაში. თუმცა, მიმდინარე სეზონში კარგი დროც არ მახსენდება, იყო ერთი-ორი მაგარი თამაში და როცა ვიფიქრე რომ გუნდი ფორმაში შესვლას იწყებდა, სწორედ მაშინ აირია ყველაფერი. ჯერ ისევ მინიმალური სხვაობით მოგება დაიწყეს, მერე ხარისხი დაეცა, ბოლო დროს მოგებაც აღარ გამოდის.
ქომაგი ნერვიულობს, ლაპორტაც ნერვიულობს და ალბათ ფიქრობს კიდეც ჩავის შემცვლელზე. დიდი მოთმინება აქვს, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩავის გაშვება არ ემუქრება, თუ ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც არ მიგონა და საქმე არ გაირთულა. საკმარისად დიდი დრო გავიდა უკვე და ფაქტია, რომ ჩავი სიტუაციის გამოსწორებას ვერ ახერხებს.
დანაკლისი
რამდენჯერაც სანაკრებო პაუზაზე გადის გუნდი, იმდენჯერ ცუდი ამბებით ბრუნდება. გავიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, სეზონი მისთვის დასრულებულია. მე ჯერ არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც ჯვარედინი იოგების ტრავმის მერე იმავე დონეს უბრუნდება. ეს ტრავმა მძიმე კვალს ყოველთვის ტოვებს, გარკვეულწილად შიშს აჩენს და მერე თამაში ძალიან რთულდება. ვნახოთ გავი რას იზამს, ჯერ ისევ პატარა ბიჭია, დიდი გულით, მის ორგანიზმს შეუძლია რომ მძიმე ტრავმას მოერიოს.
გავის გარდა კაპიტანიც დაგვაკლდა. ტერ შტეგენი არ იყო და შტეგენი რა ძალაა “ბარსასთვის” ამის შეხსენება არც არის საჭირო, ბოლო წლებში ასეა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მიმაჩნია, რომ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ფაქტობრივად ნახევარი გუნდია.
კარში პენია ვნახეთ, სკამზე იაკობაშვილი. პენიამ ისეთი ბურთი გაუშვა, რომელიც არ უნდა გაეშვა. ჩავიმ კი გაამხნევა მატჩის მერე, მაგრამ “ბარსას” საუკეთესო მეორე ნომერი ნამდვილად ვერ იქნება. ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად ბრავოსთან, პინტუსთან, რუშტუსთან, ან პეპე რეინასთან. ამ ჩამოთვლილებს დიდი როლი ჰქონდათ და რაღაც დროის მანძილზე პირველ ნომრადაც იდგნენ, პენია კიდე სხვა მოცემულობაშია, ნომერი მეორეც აღარ ჰქვია იმას, რა როლიც აქვს “ბარსელონაში”.
დაგვიბრუნდნენ
თითქოს სულზე მოგვისწრო ფრენკი დე იონგმა, გავის ტრავმის მერე დე იონის დაბრუნება საუკეთესო ამბავია, მასზე ადრე დაბრუნდა პედრი, თითქოს უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა, მაგრამ პედრიმ მძიმედ დაიწყო, დე იონგი კი ძალიან შორს არის იმ ფორმისგან, რომელშიც ტრავმამდე იყო. გასაგებია, ლოგიკურია, ასეც უნდა იყოს. ფრენკის დრო სჭირდება ფორმაში შესასვლელად. მოვიცადოთ, დაველოდოთ და იქნებ რამეს დავემსგავსოთ, თორემ, ორიელ რომეუ ალბათ გაგვაგიჟებს.
კიდევ ერთხელ გვანახა “ბარსას” საყრდენმა რომ ზედმეტია. დაახლოებით ისე როგორც პენია. ოღონდ პენიამ იცის რომ ძალიან იშვიათად მოუწევს გამოსვლა, რომეუ კიდე ბუსკეტსის შემცვლელად მოიყვანეს. ჩავი უკვე ფიქრობს ახალ საყრდენზე, აშკარად გვჭირდება ნორმალური საყრდენი, კარგზე და დიდებულზე საუბარიც არ არის.
მანამდე კი დე იონგი აკეთებს ორი კაცის საქმეს, ოღონდ, ისე ცუდ ფორმაშია, რომ ერთი კაცის საქმეც არ გამოუვიდა.
არაფერს არ ჰგავს
ჩავისთვის რომ “რაიო” უხერხული მეტოქეს მაგას თავი დავანებოთ. გუნდი პაუზაზე გავიდა, ვიფიქრე ჩავი რამეს მოიფიქრებდა, რამეს მაინც გააუმჯობესებდა, საკმარისი დრო ჰქონდა საფიქრელად, რაღაცის შესაცვლელად, მაგრამ ფაქტია რომ ვერაფერი გააწყო.
“ბარსას” თამაშის ყურება კბილის ექიმთან წასვლას დაემსგავსა. უკვე ძალდატანებით ხდება ყველაფერი. იცი რომ აუცილებელია, მაგრამ არ გინდა.
ვიღაცები დაასვენა კიდეც “პორტუსთვის”. როცა არაუხო არ არის მოედანზე “ბარსას” ყოველთვის აკლია აგრესია. მით უმეტეს, გავის არყოფნაში. წავაგეთ, მაგრამ ინიგოს თამაში მაინც მომეწონა. ძალიან რთულია ამ შეხვედრაში ვინმე მაინც მოგწონდებოდა, მაგრამ ინიგო კარგი იყო. არ ვიცი ითამაშებს თუ არა “პორტუსთან”, ბოლო დროს ბევრად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე კუნდე.
შემტევები კი ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. მომენტებს ქმნიან და ამ მომენტებზე რაღაც ილუზიებს ვაწყობთ. მაგალითად, იამალმა და რაფინიამ ორი კარგი მომენტი მაინც შექმნეს, ფერანისა და ჟოაუსგან ეგეც არ მახსოვს. ლევანდოვსკი ასეთ თამაშში აბსოლუტურად გამოუსადეგარია, რობერტი მაშინ მოიტანს სარგებელს, როცა “ბარსა” ისევ შეძლებს მეტოქის კარის სიახლოვეს ბურთის დაჭერას, აბა რომელი სივრცეში გამქცევი ლევანდოვსკია?! დაბერდა კაცი.
ვნახოთ რა იქნება “პორტუსთან”. ჩავი ცენტრალურ მატჩებს გაცილებით კარგად თამაშობს. ყველაფერი ორგანიზებული აქვს ხოლმე. შედეგს ყველა შემთხვევაში ვერ დებს, მაგრამ ორგანიზება ყოველთვის ეტყობა. “პორტუსთან” თამაშზე კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. საერთოდ, ორი წლის მერე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა დიდი ამოსუნთქვა იქნება ყველასთვის. შესაძლოა, ეს სტრესიც მოქმედებს ყველაზე.
ბეტისთან და ანტვერპენთან თამაშის გარდა ყველა მატჩი საზიზღრობა იყო, ქამბექები და ბოლო წუთზე გოლები ფარავდნენ 80 წუთიან სვარკებს. მწვრთნელის თუ არა აბა ეს ვისი ბრალია?
არ მგონია ამ გუნდს რომელიმე მწვრთნელმა უშველოს უბრალოდ დაფიქრდით გუნდი ფიზიკურად ძან სუსტია მოედანზე სისწრაფე და გააზრებული კომბინაციები არ კეთდება პასის კულტურა არ არის რითიც ბარსა ყოველთვის გამოირჩეოდა არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა უარი ბარსას სტილზე და შემტევ ფეხბურთზე მარცხენა ფლანგის დაცვა საერთოდ 0 ჟორდი ალბა გაუშვეს და ალონსო და ბალდე დატოვეს სრული კატასტროფაა გუნდში და ყველაზე ცუდი ის არის რო ელოდები თამაშს და თამაშის მაგივრად უყურებ ანტიფეხურთს სვარკას ვერ წარმოვიდგენდი ხავი ბარსას ასეთ უსახურ ფეხბურთს ათამაშებდა
წელს ბევრჯერ გადარჩა ბარსა მასე და აგერ უწია რაიოსთან სულ კოკა წყალს არ მოგიტანს იმდენი იძახეს ბალერინის ფანებმა რა იღბალა გუნდია წაგებულს სულ იგებსო აჰაა ახდა მათი ოცნებაც ვეღარ მოიგო გამართლებით ბარსამ
გაგვიმართლა რომ ქულა წამოვიღეთ😀
ბარსა კრიზისში კი არა უკაცრავად და ტრაკშია.ჩავი იდი <<ცენზურის დარღვევა>>.
მწვრთნელის ბრალი უნდა იყოს ალბათ, მაგრამ დავიჯერო მოედანზე გასვლისას თვითონ ეუბნება ფეხბურთელებს არ ირბინოთ არ აპრესინგოთო და ბურთს რო საჯარიმოში მიიღებთ პარტნიორი არ ეძებოთო პასის გასაკეთებლად, ან კარში ძლიერად არ დაარტყათო? ის რო გუნდური თამაშის ნიშანწყალი აღარ აქვს გუნდს ფაქტია. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს მე-80 წუთზე რო აჩქარდებიან ხოლმე და მანამდე უაზროთ რო აგორებენ ბურთს.
My Webpage
ხოდა მემგონი არარი მარტო მწვრთნელშიც საქმე და დაბალი დონის ფეცბურთელებით გავისო გუნდი , არ ვიცი :დ
მაგ ჯადოქარს 16 წლის ბავშვი არ ახედებს სკამიდან და რავიცი აბა, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო