workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე

Sport ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე

Sport-ის ჟურნალისტი, ფერან კორეასი “ბარსელონას” სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს.

“არის პოზიციები, რომლებზეც დუბლიორები არ გვყავს და ჩვენი იდეა თითოეულ პოზიციაზე ორი კონკურენტუნარიანი მოთამაშის ყოლაა”, – თქვა ჩავი ერნანდესმა, როდესაც მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის დაგეგმვაზე საუბრობდა.

42 წლის სპეციალისტს თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელის ყოლა სურს და სპორტული დეპარტამენტი მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფის ხელმძღვანელობით, ამაზე მუშაობს. ჩავის მოთხოვნების გათვალისწინებით, “ბარსას” 6-7 ახალი ფეხბურთელის დამატება მოუწევს.

მეკარე

“ბარსელონა” გაძლიერებას მეკარის პოზიციიდან დაიწყებს. ნეტუს წასვლა გადაწყვეტილია, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კი შემცვლელი დასჭირდება. დიდი შანსია, მეორე მეკარედ ინიაკი პენია ვიხილოთ, თუმცა ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრება სურს, ამიტომ, შესაძლოა, კლუბმა სხვა ფეხბურთელი დაიმატოს.

დაცვა

დაცვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ამჟამად, კლუბს ექვსი ცენტრალური მცველი ჰყავს ჟერარ პიკეს, რონალდ არაუხოს, ერიკ გარსიას, სამუელ უმტიტის, კლემან ლანგლესა და ოსკარ მინგესას სახით. მათგან, დარჩენა გარანტირებული მხოლოდ პირველ სამს აქვს, უმტიტის, ლანგლესა და მინგესას მომავალი კი გადაწყვეტილი არაა. კლუბს მათგან მინიმუმ ერთი დატოვებს.

“ბარსას” პირველი უკანახაზელის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვს – ანდრეას კრისტენსენი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ჩავის კი კიდევ ორი მცველის დამატება სურს. თავდაპირველად, კლუბის არჩევანი იყო, თუმცა “ჩელსიმ” ესპანელს კონტრაქტი ერთი წლით ცალმხრივად გაუხანგრძლივა. თუ 32 წლის ფეხბურთელი “ლურჯებთან” ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევს, ის “ბლაუგრანას” უფასოდ შეუერთდება.

ჩავის ჟორდი ალბას შემცვლელის მოყვანაც სურს, რადგან ესპანელი გუნდის ერთადერთი მარცხენა მცველია. მატეუ ალემანის ფავორიტი ხოსე გაიაა, თუმცა მისი გადმობირება რთული იქნება, ვინაიდან ფეხბურთელს “ვალენსიასთან” კონტრაქტი აკავშირებს, “ბარსას” კი ამ პოზიციის მოთამაშეში დიდი თანხის დახარჯვა არ სურს. “ბარსელონა” ხავი გალანს, ალექს ტელესს, ალექს გრიმალდოს, ნიკოლას ტალიაფიკოსა და ალექს მორენოს აკვირდება.

ნახევარდაცვა

ნახევარდაცვა ის პოზიციაა, რომელიც გაძლიერებას ყველაზე ნაკლებად საჭიროებს. ჩავის ექვსი ნახევარმცველის ყოლა სურს, მომდევო სეზონისთვის ესენი სერხიო ბუსკეტსი, პედრი, გავი, ფრენკი დე იონგი, ნიკო გონსალესი და ფრანკ კესიე იქნებიან. ეს უკანასკნელი კლუბს ზამთარში შეუერთდება. თუ რომელიმემ მოულოდნელად გუნდი არ დატოვა, ახალ ნახევარმცველს არ უნდა ველოდეთ.

თავდასხმა

შეტევას გაძლიერება ყველაზე მეტად სჭირდება. კატალონიელებს მინიმუმ ორი ფეხბურთელის დამატება სურთ. ერთ-ერთი “ლიდსის” გარემარბი, რაფინიაა, რომლის აგენტიც “ბარსას” ლეგენდა, დეკუა. ბრაზილიელს “კამპ ნოუზე” თამაში სურს, თუმცა ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკება მარტივი არ იქნება. მეორე შენაძენი კი გოლების გამტანი თავდამსხმელი იქნება. ერლინგ ჰოლანდის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ამიტომ “ბარსელონას” პრიორიტეტი რობერტ ლევანდოვსკია. კლუბი პოლონელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თავად 33 წლის ვარსკვლავი “ბლაუგრანაში” თამაშის პერსპექტივით მოხიბლულია. კატალონიელები მზად არიან, ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. “ბაიერნი” პოლონელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რასაც რობერტი ჯერჯერობით არ ეთანხმება. ამ საკითხთან დაკავშირებით, მომდევნო დღეებში უფრო მეტი სიახლე გვეცოდინება.

პრობლემები

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა გაძლიერების საჭიროებას კარგად ხედავს, თუმცა ტრანსფერების განსახორციელებლად არცთუ უმნიშვნელო პრობლემებია გადასაჭრელი. პირველი ფინანსური ფეარ პლეია. ლა ლიგაში “ბარსელონას” სახელფასო ლიმიტი -144 მილიონი ევროა, მომდევნო კვირებში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. ამის გამოსასწორებლად, კლუბი რამდენიმე ფინანსურ ოპერაციებზე მუშაობს. ესენია: CVC, Barca Studios 49%-იანი წილისა და “ბარსას” ლიცენზირების და მერჩენდაიზინგის (BLM) აქტივის გაყიდვა. ეს ყველაფერი ტრანსფერების განსახორციელებლად კეთდება.

ამჟამად “ბარსელონას” პირველ გუნდში 25 ფეხბურთელი ირიცხება და კლუბი ზოგიერთი მათგანის გაშვებას ეცდება. დანი ალვესს, ადამა ტრაორეს, ლუკ დე იონგს, უსმან დემბელესა და სერჟი რობერტოს კონტრაქტები სეზონის ბოლოს უმთავრდებათ. კლუბი მათ მომავალზე იმსჯელებს. კლემან ლანგლე, სამუელ უმტიტი, ოსკარ მინგესა, სერჟინიო დესტი, რიკი პუჩი, მემფის დეპაი და მარტინ ბრეითუეიტი კი ის ფეხბურთელები არიან, რომელთა გაშვება აქტიურად განიხილება. გარდა ამისა, ზაფხულში იჯარიდან ფილიპე კოუტინიო, მირალემ პიანიჩი, ალექს კოლიადო და ფრანსიშკუ ტრინკაუ ბრუნდებიან. “ბარსას” არცერთი მათგანის შენარჩუნება არ სურს, თუმცა ჯერჯერობით მათ მუდმივი ტრანსფერით გასხვისებას ვერ ახერხებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • El pistolero 9
    schedule 26 აპრ 2022, 21:25
    #14

    შეტევაში დარვინ ნუნიესი ძაან მომწონს. ჰალანდში გადასახდელი ფული თუ ჰქონდათ ეგ ბიჭი 75 მლნ დაჯდება დაახლოებით.

  • nika 54
    schedule 26 აპრ 2022, 13:40
    #13

    ნახევარმცველებმა თუ გაამართლეს ლა მასიიდან ალბას შემცვლელი როგორ ვერ ნახეს, ეგება პრაქტიკა უნდა ადამიანს ისე უთამაშებლად როგორ უნდა მოიკიდოს ფეხი ძირითადში. და მეკარეზე რა არის საძებნელი, დაგავიწყდა რაებს აკეთებდა პენია ლიგაზე ჩვენს წინააღმდეგ კამ ნოუზე.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 აპრ 2022, 07:52
    #12

    პირველ რიგში ბალასტი უნდა მოშორდეს გუნდს და მერე ახალი ფეხბურთელები

  • Albicelecte
    schedule 25 აპრ 2022, 20:55
    #11

    კესის ცუდად ნუ უყურებთ; მილანის შუა ხაზი დაალაგა-გამოასწორა ტიპმა;
    ვისაც არ ახსოვს ან არ იყურებდა თუ სად იყო მილანი, შემიძლია გავახსენო; რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ ადგილას

    ლიგაზე დააბრუნა გუნდი, მანამდე ევროთასებზე და ეხლაც ჩემპიონობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა

  • Gigi
    schedule 25 აპრ 2022, 20:50
    #10

    არასდროს არ მომწონდა დიდად ამ კესის თამაში და არც ახლა მომწონს ჩვეულებრივი დემბელეა საყრდენებში მაგრამ რახან უკვე ნაყიდია თითქმის იმედია შავ სამუშაოს მაინც აიღებს თავის თავზე ბოლომდე და ვიღაც მაძუნგალა კლუბები არ ითარეშებენ კონტრშეტევებზე ჩვენს კართან მითუმეტეს უფასოა და წესით დიდი პრობლემა არ იქნება რომც ვერ გაამართლოს ისე სიტყვამ მოიტანა და მე პირადად კესოს ტონალი მირჩევნია მაგრამ მაგას უფასოდ ვინ გამოგვატანს

  • Don_Andresito
    schedule 25 აპრ 2022, 19:53
    #9

    კესიზე შეცდომაა ზაფხულში უნდა ეწეროს წესით. პუჩი იჯარით წავა მარა მე ნიკო მეცოდება. მაგრად შეუმცირდება დრო და გაიჯარება ხო არ ჯობს ბუსის წასვლამდე. არც ფრენკის წასვლაა გამორიცხული. ფულის პონტში. თან ისე გავიდა იმ დღეს შეიძლება ჩავისთან ურთიერთობა გაუფუჭდეს. ფატი დაბრუნდეს დროზე თუ არ მოკვდა და არ მალავენ. დაცვაში უმტიტიც ლენგლეც და მინგესაც გასაყრელია. კრისტიანსენი თუ მოვიდა კომასი უნდა დავაწინაუროთ. დაჟე ერთი კაი ცენტრიც დაგვჭირდებოდა. ორივე ფლანგზე კაცია საჭირო დაცვაში. ბელერინის იჯარაც მოჟნა. და მთავარი 9 ია. კარგი გამტანი ფორვარდი გვინდა. ობას იმედზე ვერ ვიქნებით. მინიმუმ 6 კაცია საჭირო.

  • La Pulga10
    schedule 25 აპრ 2022, 19:05
    #8

    ციტატა: basa7
    კი მარა კესი ზამთარში რატო შეუერთდება გუნდს. შეცდომით ხო არ გიწერიათ


    წესით ზაფხული უნდა იყოს,რადგან თავისუფალი აგენტი ხდება.დიდი ალბათობით შეეშალათ.

  • Albicelecte
    schedule 25 აპრ 2022, 18:57
    #7

    კესი იქნება ძალიან კარგი დანამატი, ძალიან ძლიერია და ყველანაირად სასარგებვლოა, ჩაშლა, ბურთების განწილება, ბრძოლა და ა.შ.

  • basa7
    schedule 25 აპრ 2022, 17:54
    #6

    კი მარა კესი ზამთარში რატო შეუერთდება გუნდს. შეცდომით ხო არ გიწერიათ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 25 აპრ 2022, 17:47
    #5

    ორი წავიდეს რა პრობლემაა ლენგლე და უმტიტი.

  • jo va ni
    schedule 25 აპრ 2022, 17:15
    #4

    რაფინია მაგრად მომწონს, დემბელესგან განსხვავავებიტ ბევრად მრავალმხრრივია

  • პავლოვიჩი56
    schedule 25 აპრ 2022, 16:44
    #3

    არც ერთი სუპერ ვარსკვლავი ან პერსპექტიული ფეხბურთელი,აღარაფერს ვამბობ მეგა ვარსკვლავზე,რომელიც 2-3 მსოფლიოში, ამ ჭაობში არ მოვა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 აპრ 2022, 16:39
    #2

    ძაან გვჭირდება გაძლიერება, კი ისე ხდება ყველაფერი როგორც ვივარაუდე ამ სეზ9ნში მაგრამ მაინც ნერვები მეშლება ამ უაზრო წაგებებზე, გაძლიერება ძაან გვჭირდება

  • Pirat❤️💙
    schedule 25 აპრ 2022, 16:13
    #1

    კოლიადო უნდა დავიტოვოთ