ლუკ დე იონგი: ტანზე მბურძგლავს, როდესაც გულშემატკივრები ჩემ სახელს სკანდირებენ

ლუკ დე იონგი: ტანზე მბურძგლავს, როდესაც გულშემატკივრები ჩემ სახელს სკანდირებენ

“ბარსელონას” ნიდერლანდელი თავდამსხმელი ლუკ დე იონგი აცხადებს, რომ ძალიან სიამოვნებს, როდესაც მოედანზე შესვლის დროს გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებენ.

როდესაც მოედანზე შესვლის დროს გულშემატკივრები სკანდირებენ “ლუკ, ლუკ, ლუკ”, ყოველთვის ტანზე მბურძგლავს. ეს გახურებისთანავე იწყება და მშვენიერია. ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი სიტუაცია შემოვაბრუნე, რის შედეგადაც გულშემატკივრები მხარს მიჭერენ.

– განაცხადა ლუკ დე იონგმა Ziggo Sport-თან საუბრისას.

ლუკ დე იონგმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 თამაში ჩაატარა, აქედან 9-ჯერ ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ნიდერლანდელის ანგარიშზე 5 გოლია. ამ ხუთმა გოლმა გუნდს 4 ქულა მოუტანა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • njanka1977
    03 აპრ 2022, 04:21

    მე დაპაისაც მირჩევნია, ბრაითვეიტსაც და დემბელესაც. ამ კაცმა ისეთ დროს შეგვინარჩუნა იმედის ნაპერწკალი და ისეთი თამაში შემოაბრუნა ბოლო წამებზე, როცა ბარსაზე ხელი დედამიწას ჰქონდა ჩაქნეული. მიდი ლუკ! ვამოს!

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    02 აპრ 2022, 09:23

    მეც მაგრად მევასება ეს კაცი😁💙

  • Cruyffista14
    01 აპრ 2022, 22:31

    მიდი მეფეო, შებერე ბოლომდე. ეს კაცი დასატოვებელია

  • shu1987
    01 აპრ 2022, 20:24

    კაი ტიპია პროფესიონალია რაც შეუძლია აკეთებს და არ წუწუნებს

  • EL MAESTRO 6
    01 აპრ 2022, 19:45

    მეც ძაან შემაყვარა თავი თავისი გოლებით, არც ხელფასზე და არც სათამაშო დროზე არააქ პრეტენშიათან ასეთ თავით მოთამაშეს სად ნახავ ბევრს, საბოლოოდ თუ წავა გული დამწყდება

  • Fc Barca Batumi
    01 აპრ 2022, 19:00

    ბარსაში ღირსია, უნდა დარჩეს ჯოკერა ლუკი, აუცილებლად უნდა დატოვონ!
    საჭირო სკამის კაცია, რას ამბობთ, არაა გასაშვები სერიოზული ჯოკერია!
    თან არც აქვს რაიმე პრეტენზია!

  • JasoN
    01 აპრ 2022, 18:04

    არადა ფრენკი დეიონგს ყვირიან და ამას თავისი თავი გონია 🤣🤣🤣 ეხლა ჯომერს ეძახით და მანამდე რატო ეძახდით ყვავის შვიდიანს? ))))

  • lesane C
    01 აპრ 2022, 17:49

    ძაან ჯიგარია, მართლა ჯოკერია ტიპი,პროსტა აღარ აძლევს ხავი დროს

  • MSN G.O.A.T
    01 აპრ 2022, 17:18

    დავიტოვოთ რა ესჩემისა,ხელფასიც ცოტააქვს და თან ბოლოსკენ იმენა ჯოკერი გვყავს

  • nika 54
    01 აპრ 2022, 15:02

    არა და არ ყოფილა ეს ძირითადის ფეხბურთელად ნაგულისხმევი, მითუმეტეს კუმანის წასვლის შემდეგ. ყოჩაღ ჩავი. როგორ პოულობს საჭირო სიტყვებს ფეხბურთელების დასაქოქად.