დღევანდელი დღე იმ ამბის მოყოლით უნდა დაგვეწყო, თუ როგორ მოიგო პირველმა “ბარსელონელმა” 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. თუმცა შემდეგ მესიმ შეგვახსენა, რომ არსებობს.

“ბარსელონას” ლეგენდა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ ალჟირთან დასრულებულ შეხვედრაში ის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელსაც გოლები გაჰქონდა. ლეომ ჰეთ თრიქი შეასრულა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში მისთვის სიახლე იყო. მთავარი კი ისაა, რომ მესი მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 27 მატჩში მის ანგარიშზე 16 გოლია, ზუსტად იმდენი, რამდენიც აქამდე ერთპიროვნულად საუკეთესო მიროსლავ კლოზეს გაუტანია. ეს ნიშნავს, რომ არგენტინელთა ათიანს გოლებშიც ისეთივე სიტუაცია აქვს, როგორც ასისტებში – ერთიც და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ამ მხრივ ერთპიროვნულად საუკეთესო გახდება. საგოლე გადაცემებში პირველობას მესი დიეგო მარადონასთან იყოფს (8 ასისტი მსოფლიო ჩემპიონატზე).

ალჟირთან გამართულ შეხვედრაში მესიმ ერთი გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა, ერთი ზუსტად საჯარიმოს ხაზიდან, ერთიც მარტივად – საჯარიმოს შიგნიდან.

ჟიულ კუნდემაც მოიგო.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • Vakho77
    Vakho77 ახალბედა
    schedule 18 ივნ 2026, 01:15

    აკვირდებით ხალხო გორდონს?მგონი ფული ტყუილა გადავყარეთ…

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 18 ივნ 2026, 11:01

      არ მგონია ტუილად იყოს გადაყრილი, ტუხელი შედეგს წურავს და პრაგმატულად ამუშავებს ყველა ფეხბურთელს;
      ფოდენი და პალმერი დატოვა, ფეხებზე მკიდია თქვენი ინდ. პერფორმანსებიო; ნუ გოლებიც გააქვთ, შედეგი იდება, თამაშის ხარისხს არა უშავს, მაგრამ დიდი შავი სამუშაოს ხარჯზე

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 18 ივნ 2026, 00:34

    ზინედინოვიჩს, რომ გაუყარა სამივე ორმაგად სასიამოვნოა, თანაც მამიკოს თვალწინ.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 17 ივნ 2026, 19:35

    ჩეპე, და რამდენი საღად მოაზროვნე მომხმარებელი იყო ამ საიტზე და დიზაინის განახლების მერე წავიდნენ, გულდასაწყვეტია, ახლა თან მსოფლიოა და რამდენი საინტერესოა საკითხია განსახილველი, გულიმწყდება რო აღარაა ძველებური აქტიურობა ამ საიტზე, თავიდანვე ნათელი იყო რო ეს დიზაინი ვერ გაამართლებდა, რავიცი ფაქტია მას მერე უამრავი მომხმარებელი აღარ შემოდის საიტზე.

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 17 ივნ 2026, 20:59

      მარტო ეგ არ არის მიზეზი უაზროდ ნეგატიური კომენტარების კითხვა და დისკუსიაში შესვლა მართლა გვეზარება უამრავ ადამიანს✌🏻24 საათი ასხაა გუნდს რომელიც ზედიზედ ლალიგას იგებს მილიარდებიან ვალებიდან ბოლომდე არ ამოსულა ჯერ. ხალხს დაავიწყდა დეიონგი დეპაით რომ უტევდა ბარსა სულ რაღაცა 4 წლის უკან.🤝

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 17 ივნ 2026, 19:02

    ესპანეთიც მოიხოდება, ნუ რავიცი არგენტინა და საფრანგეთი მთავარი ფავორიტები არიან, ესპანეთიც თავისთავად, უნდა მოუმატონ. არჩევანი რო იყოს ლეოს გამო ისევ არგენტინა მირჩევნია, რადგან იამალს და ამ ოქროს თაობას წინ კიდევ ბევრი მსოფლიო აქვთ.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 17 ივნ 2026, 18:59

    გუნდი ძალიან მაღალ სისწრაფეზე თამაშობს და 1 შეხებით კომბინაციები აქვთ კარგად დახვეწილი👍
    ალჟირი სუსტი გუნდი არაა, რამდენიმე ძალიან კლასნი და გამოცდილი ფეხბურთელიც ჰყავთ;
    ზიდანიც გავახარეთ⚽️⚽️⚽️

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 17 ივნ 2026, 14:59

    გასულ ჩემპიონატზე ატეხეს ერთი ამბები, ამდენი პენალტი გაიტანაო, და პენალტს არ უნდა გატანა, არ იყო დასადები რომელიმე? მაგის იქეთ მთელი ტურნირი იფრინა ტიპმა არადა, ჩლუნგი გაუნათლებლები. მესის მსოფლიოა შეტენილი და რეალის ლიგები სულ ჩესნი და სამართლიანი, არაა რა საშველი.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 17 ივნ 2026, 14:06

    მესის შედარებას რომ დაიწყებს ვიღაცა უბრალოდ ადექით და გაეცალეთ😂😂🤡👌🏻

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 17 ივნ 2026, 13:56

    გავათენე რა თქმა უნდა, დავრწმუნდი, რომ ჩემი გუნდი ისევ ფორმაშია…
    ლეო, მეფე, გენია, უდიდესზე უდიდესი…
    სავარაუდოდ ლაპორტას რომ გაუვა ვადა, მაშინ მოუწევს კარიერის დასრულება და 105 000 ათასი მაყურებლის თვალწინ კამპ ნოუზე უნდა მოხდეს ეს ამბავი;
    იმედია მათ შორის ვიქნები
    ზეიმით უნდა გავაცილოთ, მანამდე კიდევ მისი თითო მატჩით უნდა დავტკბეთ

    • Barca1980
      Barca1980 ვეტერანი
      schedule 17 ივნ 2026, 15:04

      ერთადერთი რაც არ მომეწონა , მესის და დე პოლის გასვლის შემდეგ ნახევარდაცვას გაუჭირდა თამაშის დალაგება. იმედია ეს ანგარიშის ბრალი იყო მხოლოდ და სხვა არაფერი. სხვა მხრივ გუნდი ფორმაშია, დაცვა განსაკუთრებით და ალვარესმა და ლაუტარომ უნდა შეუმსუბუქონ მესის საქმე, თორემ მართონია საკმაოდ დიდი წინ და დასვენება სჭირდება მეფეს, რომ მსოფლიოსთან ერთად 9 ოქროს ბურთიც წამოიღოს , ტურნირის მვპ და მართლა დახუროს კი არა ჩააცემენტოს ეს სპორტის სახეობა და შეიძლება სახელი შეუცვალონ და მესბურთიი დაარქვან!!!

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 17 ივნ 2026, 13:43

    ეს დაბოღმილი და დეგრადირებული ხალხი ისევ თავის სტიქიაშია, 38 წლის ასაკშიც კი ყველას ერთად აღებულს ჯობია და მაინც სისულელეებს ლაპარაკობენ, ტიპი ყველა დროის ნომერ უნოა ეს უნდა შეიგნონ მარადონისტებმაც, რონის პერსოფანებმაც და ყველამ, რეალურად ისედაც იციან და ბოღმა ახრჩობთ. მაგათ ჯინაზე ზედიზედ რო წამოიღოს მსოფლიო რა გაასწორებს.

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 17 ივნ 2026, 13:05

    ნუ მესი ვინცაა ვიცით მარა ეს მსოფლიო ბევრი ფეხბურთელის ბენეფისი იქნება, მბაპე ჰოლანდი კეინი იამალი ბევრი დადებს კარგ სტატისტიკას იმდენი სუსტი გუნდია.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 17 ივნ 2026, 12:37

    სულ არ კიდიათ ჰეტრიკი. იმ ჯარიმაზე ხნავე ტვინს გინდა თუარა გსასგდები იყოო. საყვითლე იყო გასაგდები ნაღდად არა.

  • korezi
    korezi ახალბედა
    schedule 17 ივნ 2026, 12:11

    ლომია ლომი იმედია დაწყნარდებიან კრიშტოს ფანობა მსოფლიოს ყველაზე დიდი მოთამაშ და ლეგენდა კარიერის უდიდესი ნაწლი ბარსაში თამაშობდა აქ მთავრდება რეალი და მისი ოცნებები ყვე;ლაზე მაგრები ჩვენთან თამაშობენო .ლოლ

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 17 ივნ 2026, 08:39

    ესს რა ხდებაააა ძააან გახარებული ვარ, ყველადროის საუკეთესოოოო ფეხბურთელიიიის ჰეთთრიკი სამი გოლიიი მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოჩაღ ლეოოოო გენაცვალეეეე ❤️❤️❤️🫂გილოცავთ ბიჭებო ამ სიხარულს

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 17 ივნ 2026, 11:19

      საწყენია, რო ის პირველი გატანილი არ ჩაუთვალეს, ვარით წინ მხრის ნაწილი ქონდა მილიმეტრებში.