მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

   

პარასკევს მოპოვებული სუპერ თასის შემდეგ, დღეს “ბარსას” ლა ლიგას დებიუტი ექნება ახალ სეზონში. კატალონიელები “ვილიარეალს” დაუპირისპირდებიან. გვარდიოლას გუნდს დიდი პრობლემები აქვს ფეხბურთელთა ტრავმების გამო.

 

გვარდიოლას მთავარი თავსატეხი დაცვაში აქვს, ტრავმირებულები არიან პიკე, პუიოლი, ადრიანო და მაქსველი. დანი ალვესი კი დისკვალიფიცირებულია. მხოლოდ ორი ნომინალური მცველია პეპის განკარგულებაში:ა ბიდალი და ფონტასი. ასე რომ, მას მოუწევს ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოყენება.
    აფელაიც ტრავმირებულია, ხოლო კვირის ვარჯიშზე გუნდთან ერთად იყვნენ ახალგაზრდები: სერხი რობერტო, დოს სანტოსი, კუენკა და ბარტრა. დღეს შეიძლება “ნოუ კამპზე” დებიუტი ჰქონდეს ალექსის სანჩესს.
      “ვილიარელმა” წარმატებით შეასრულა თავისი უპირველესი მიზანი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 2 კარგი ფეხბურთელი დაიმატეს: სანტი კაზორლა და ხუან კაპდევილა, თუმცა შეინარჩუნეს ნილმარი და როსი, აგრეთვე გაძლიერდნენ ზაპატათი და კამუნიასით. სეზარი და მარიო დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში