კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული სესკ ფაბრეგასი გამოთქვამს იმედს, რომ “ბლაუგრანას” მაისურით მოიპოვებს კიდევ ერთ გამარჯვებასა და ტიტულს.
“იმედი მაქვს გავიმარჯვებთ.” – განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა. “ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ყველამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. უნდა გვქონდეს ერთმანეთის რწმენა და რაც მთავარია გუნდში სიმშვიდეა.”
ჟურნალისტებს დააინტერესათ თუ რა გააკეთა ბავშვობის კლუბში დაბრუნებით: ” მე მოვედი აქ, რომ ვითამაშო “ბარსელონას” მაისურით და მოვიგო ბევრი ტიტული.” ფაბრეგასმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ხვალინდელი მატჩი მისი თანაგუნდელების მზადყოფნას დაადასტურებს: ” წინა სეზონის გამეორება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მე ჩემს ყოფილ თანაგუნდელებსაც გადავუხდი მადლობას შესანიშნავი სეზონისათვის.”
სესკს ჰკითხეს თუ როგორ ჩაეწერა იგი გუნდში: ” მე გუნდიდან 90 % პროცენტს პირადად ვიცნობ და ვმეგობრობ. ჩემთვის დიდი პატივია ვითამაშო ასეთ დიდ კლუბში. მადრიდის “რეალთან” მატჩის წინ თანაგუნდელებმა გამაფრთხილეს თუ როგორ უნდა მეთამაშა მათ წინააღმდეგ. თავს კომფორტულად ვგრძნობ.”
ფაბრეგასმა არ დაარღვია “ბარსელონას” წესი და პორტუგალიური კლუბი შეაქო: ” “პორტო” ძალიან ჰგავს “ბარსას”. მათ უყვართ ბურთის კონტროლი. პორტუგალიურმა გუნდმა “ვილიარეალს”, რომელიც ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესოა 5 გოლი გაუტანა. ისინი შეცდომებს არ გვაპატიებენ.”



