“აიაქსის” სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსი ამსტერდამული კლუბის მედიასთან ინტერვიუში ნიკოლას ტალიაფიკოს “ბარსელონაში” ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
ტალიაფიკოს “ბარსაში” გადასვლის საკითხი ძალიან რთული იყო. თუ “ბარსელონას” სურს, რომ ფეხბურთელი იჯარით წაიყვანოს, ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ მისი შემცვლელი გვყავდეს. რა თქმა უნდა, ეს ნიკოლასისთვის საწყენია, იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა.
– ამბობს ოვერმარსი.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბლაუგრანამ” განსაკუთრებულად იაქტიურა. კლუბმა დანი ალვესთან ერთად, სამი შემტევი გაიფორმა. დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება კი ზაფხულისთვის გადაიდო.
ზაფხულში ჰოლანდთან ერთად ალბას ზამენა მართლა აუცილებელი იქნება და არა ალვესის ხნის ფეხბურთელით.
ზაფხულში ამის მოყვანა აღარ გვჭირდება ,ვინმე უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიულია საჭირო არა დესტის ნაირი.დ