workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტამ პაკო ხენტოს პატივი მიაგო: ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო

ჟოან ლაპორტამ პაკო ხენტოს პატივი მიაგო: ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო

გუშინ, მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელი და პრეზიდენტი, პაკო ხენტო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს კი, “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ენრიკ პასიპი და ხავიერ პუჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გუნდის ლეგენდისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად მივიდნენ.

ლაპორტამ ხენტოს პატივი Real Madrid TV-სთან საუბრისასაც მიაგო:

გვინდა, მადრიდის “რეალის” ოჯახს ხენტოს გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოვუცხადოთ. გარდა იმისა, რომ, როგორც ფეხბურთელი, ის უნიჭიერესი იყო, ის იყო ჯენტლმენი, რომელთან შეხვედრის პატივიც მქონდა.

მისგან ბევრი რამ ვისწავლე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივუდგე ისეთი დიდი გუნდების დაპირისპირებას, როგორებიც “ბარსელონა” და “რეალია”. ის ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო.

ის იყო კლასიკური ვინგერი, შესანიშნავი ტექნიკითა და სისწრაფით. შეტევის ხაზმა, რომელიც მან პუშკაშთან და დი სტეფანოსთან ერთად შექმნა, მსოფლიო ფეხბურთში სტანდარტი ჩამოაყალიბა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 20 იან 2022, 01:49

    სამწუხაროა.

  • me da barca
    schedule 19 იან 2022, 19:03

    სიტყვებზე უმუშავია ეტყობა. უგვრძნია ბიჭს. bowtie