მოგეხსენებათ, რომ გუშინ გაიმართა ჟოან გამპერის თასის შეხვედრა “ბარსასა” და “ნაპოლის” შორის. ანგარიშიც ალბათ ყველასთვის ცნობილია 5–0. მე მინდა უბრალოდ საიტერესო ფაქტები შემოგთავაზოთ ამ მატჩის შესახებ.
1. ფემენია – დებიუტი სასტარტო შემადგენლობაში.
როდესაც კიკო “ბარსაში” გადმოვიდა, განაცხადა, რომ მომავალში აუცილებლად ითამაშებდა პირველ გუნდში. ამ მომენტმაც არ დააყოვნა. ეს მისი პირველი შეხვედრა იყო “ბარსას” შემადგენლობაში.
2. იტალიელები ტრიბუნებზე.
გუშინდელ მატჩს საკმაოდ მრავალრიცხვოვანი იტალიელი გულშემატკივარი დაესწრო. მათ “კამპ ნოუ” თავიანთი საყვარელი გუნდის ფერით (ლურჯი) შეამკეს.
3. მეორე მატჩი – მეორე ტიტული.
სესკ ფაბრეგასმა “ბარსას” მაისურით მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და 2 ტიტულიც მოიგო.
4. დავიდ ვილია ახალი ვარცხნილობით.
ელ გუახემ, როგორც ჩანს თმის სტილი შეიცვალა. იგი მოედანზე ე.წ თმის გელის გარეშე გამოვიდა. ეს ალბათ თქვენ თვითონაც კარგად შეამჩნიეთ.
5. 78,002 მაყურებელი.
ოფიციალური ინფორმაციით გუშინდელ მატჩს 78.002 მაყურებელი დაესწრო.
6. ისააკ კუენკას პირველი მატჩი.
მიუხედავად იმისა, რომ მან მიიღო მონაწილეობა “ბარსას” წინასასეზონო მომზადებაში, გუშინდელი შეხვედრა იყო მისი პირველი მატჩი “კამპ ნოუზე”.


