როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ალექსისს ფეხის ტრავმა აწუხებს. მას ბოლომდე სჯერა, რომ ის გუნდთან ერთად წავა მონაკოში. ის ისევ გადის აღდგენით ვარჯიშებს. ესპანეთის სუპერთასამდე იგი უკვე დაშავებული იყო. ის ”ბარსას” ”ნოუ კამპზე” ვერ დაეხმარა ”რეალის” წინააღმდეგ. ჩილელს, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი აწუხებს მარცხენა ფეხი. მედიკოსების ვარაუდით ის ერთ კვირაში უნდა მომჯობინდეს. ეს თეორიულად იძლევა შანს, რომ შესაძლებელია ჩილელი მონაკოში გაემგზავროს. სანჩესის გარდა გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს: პუიოლი, მაქსველი და აფელაი. ვიმედოვნოთ, რომ ყველა ფეხბურთელი გაემგზავრება მონაკოში და დაეხმარება ჩვენს გუნდს.
წარმატებები ვუსურვოდ ”ბარსას” !!



