“ბარსელონასთვის” მატიას დე ლიხტის შეძენა, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს, მაგრამ “იუვენტუსის” ფინანსური მდგომარეობა კატალონიურ გუნდს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
დე ლიხტს “ბარსას” დიდი ხანია, უკავშირებენ. ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის “ბლაუგრანაში” გადმოსვლის საკითხი 2019 წელსაც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელმა “იუვენტუსში” გადასვლა ამჯობინა. მას შემდეგ დე ლიხტს “ბარსას” პერიოდულად უკავშირებენ ხოლმე.
ბოლო დღეებში 22 წლის ფეხბურთელის კატალონიაში შესაძლო გადაბარგების შესახებ აქტიურად იწერება. ესპანური და იტალიური მედიის ცნობით მოვლენების ასეთი განვითარება სავსებით შესაძლებელია.
Calciomercato-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ ამჟამად მატიასის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა, მაგრამ ზამთარში ის 140 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა “იუვენტუსი” მზადაა, ფეხბურთელი გამოსასყიდი თანხის ნახევარ ფასად გაყიდოს.
“ბებერმა ქალბატონმა” დე ლიხტი “აიაქსიდან” 75 მილიონ ევროდ დაიმატა, აქედან 35 მილიონი ტურინელებს ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ. ამ ვალის დაფარვის მიზნით იტალიელები ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავენ, თუმცა მთავარი მიზეზი არა ეს 35 მილიონი, არამედ დე ლიხტის ხელფასია – 8 მილიონი ფიქსირებული და 4 მილიონი ბონუსები.
დე ლიხტისთვის ამხელა ხელფასის გადახდა “ბარსელონასაც” ძალიან გაუჭირდება. თუ ნიდერლანდელს “ბლაუგრანაში” თამაში უნდა, ის ანაზღაურების შემცირებას უნდა დასთანხმდეს.
ამ ეტაპზე ამის მოყვანის საშუალება ნაღდად არ გვაქვს
ცუდი ტრანსფერი იქნება
ეს ფორმიდან ამოვარდნილ უმტიტისაც ვერ აჯობებს.
ხელფასის პონტში უმუშავია რაიოლას, ჩანს მისი ხელწერა, მაქსიმუმს ამოქაჩავს ყველა გუნდიდან.
ერთი ამან დაალაგა იუვეს დაცვა მეორე დე იონგმა ნახევარდაცვა არ გვინდა ეს სლე ჰოლანდიელები
რა ჩემ დემბელედ უნდათ დელიხტი ამის გაპიარებული თავისრავთქვი, ასეთი ხო ლანგლეც გვყავს უფრო დაბალ ხელფასიანი, ტიპი იტალიაში იყო და არაფერი დადგა მისგან, იუვეს ტოპ კლასის მცველები ყავს და მათგან ვერაფერი ისწავლა, სისულელეა ამ ღლე ჰოლანდიელებში ამდენი ფულის ყრა, ერთი ბალერინა დეიონგი ხო შეგვეტენა 75 მლ ახლა მერეც უნდა შევიტენოთ? როცა ზაფხულში კრისტესენი შეიძლება უფასოდ დავიმატოთ იქ 75მლიონიან დელიგტს გაკრა უმტიგმა, მაგ ფულით ტოპ შემტევის დამატება შეიძლება
აბა რაა ! დაცვაში რომ არ ვარგა თან ამხელა ხელფასი აქვს ზუსტად მაგიტომაც უნდა იუვეს ეს მოიშორონ …..ჩვენ ჯერ ცაცია ცენტრალური მცველი გვჭირდება მერე მარჯვენა მცველი და სეზონის ბოლოს მაინც მარცენა მცველი ! შეტევას აწვებიან და ამ დროს დაცვა პრახადნოი დვორია
შეტევაში ტორესის გარდა რომც არავინ დაიმატონ ამ ზამთარში დაცვა მაინც გასაძლიერებელია, შტეგენის იმედზეც რომ ვეღარ ვართ ეგაა საქმე ასე რომ საჭიროა ძლიერი დაცვა
აბა რაა ! დაცვაში რომ არ ვარგა თან ამხელა ხელფასი აქვს ზუსტად მაგიტომაც უნდა იუვეს ეს მოიშორონ …..ჩვენ ჯერ ცაცია ცენტრალური მცველი გვჭირდება მერე მარჯვენა მცველი და სეზონის ბოლოს მაინც მარცენა მცველი ! შეტევას აწვებიან და ამ დროს დაცვა პრახადნოი დვორია
ეგ არ მოიყვანონ სულ რო უხელფასოდ ითანაშოს😁ოლეგერს მაგონებს ხელეფს და ფეხებს ისე იქნევს სირბილის დროს.
კარგი რომ იყოს იუე ყველაფრის ფასად შეინარჩუნებდა და ნახევარ ფასში ყიდიან
გაასხმევინეთ ამ დირკას აქედან
ეს ახალი თავისტკივილი იქნება ბარსასთვის. ხელფასიც ამხელა უნდა, არამგონია ამას შეეჭიდოს ლაპორტა.
ამას ლისანდრო მარტინესი მირჩევნია ბევრად მარა ზამთავრში თუ არის შანსი ამის მოყვანის ჯობია მოიყვანონ
არა ძმაო ამაში 70 მლნს გადახდას ჯობია სხვა ვინმეს დაეჩალიჩონ.ისე ზულე უფასო აგენტი ხდებაო და მართალია?
უკეთესი მცველი გვჭირდება.
დე იონგები და დე ლიხტები მოგვაშორეთ რა. 75 მილიონი დაჯდა დე იონგი, მესამე წელია გუნდშია და საერთოდ ვერაფერი გააკეთა, ეს დე ლიხტიც ვერაა ისეთი როგორიც ყველას ეგონა, ბებერი კიელინი ძლივს ამოაგდო გუნდიდან და დარწმუნებული ვარ საერთოდ არ დაეტყობა იუვეს დაცვას უამისობა.