ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

1 დეკემბერს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1940 წელი

“ლეს კორტსზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-0 გაანადგურა. გოლები ხაიმე სოსპედრამ (2) და ხოსე ვალე მასმა გაიტანეს.

1946 წელი

მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” 1-2 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი სეგერმა გაიტანა.

2009 წელი

ლიონელ მესიმ თავისი პირველი “ოქროს ბურთი” მოიგო. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამეზე – ჩავი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2021, 21:27

    მაშინ თუ იფიქრებდა 22 წლის ლეო, რო თორმეტი წლის შემდეგ 7 ბურთი დაუგროვდებოდა. ალბათ არც ოცნებობდა.

  • azulgerana
    schedule 01 დეკ 2021, 15:00

    2009 კაი წელი იყო ბარსასთვის