ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 30 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

30 ნოემბერს “ბარსელონამ” 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1922 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ემილიო ალდეკოა. ის “ბლაუგრანაში” 1950-1954 წლებში თამაშობდა. ალდეკოამ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1928 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მანუელ ბადენესი. ის “ბლაუგრანაში” 1947-50 წლებში თამაშობდა. ბადენესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ევა დუარტეს თასი მოიგო.

1958 წელი

“სარაგოსასთან” სტუმრად 1-2 წაგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-200 მარცხი იყო.

1960 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელი გარი ლინეკერი. 1986-1989 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 138 თამაში ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. ლინეკერმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1980 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” 2-1 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები ბერნდ შუსტერმა და კინიმ გაიტანეს. კინისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-300 თამაში იყო

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 30 ნოე 2021, 18:31

    1960 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელი გარი ლინეკერი. 1986-1989 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 138 თამაში ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. ლინეკერმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
    ეს მარადონას ხნის ყოფილა.