როგორც უკვე ყველამ კარგად იცით 3 წლიანი “საპნის ოპერა” დასრულდა და სესკ ფაბრეგასი დღეს ოფიციალურად გახდა “ბარსელონას” ფეხბურთელი. “არსენალის” ყოფილმა კაპიტანმა პირველი სამედიცინო შემოწმება Hospital de Barcelona-ში გაიარა და შემდგომში კამპ ნოუს სამედიცინო ბაზას მიაშურა.
“ბარსელონას” ექიმებმა სესკის ფიზიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასეს. გთავაზობთ სამედიცინო შემოწმების ფოტომასალას.














