workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
The Best-ის ჯილდოსათვის ბარსელონას 4 ქალი ფეხბურთელი იბრძვის

The Best-ის ჯილდოსათვის ბარსელონას 4 ქალი ფეხბურთელი იბრძვის

FIFA-მ ცოტა ხნის წინ The best-ის ჯილდოსათვის ბრძოლის ნომინანტი ქალი ფეხბურთელები დაასახელა.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 13 აპლიკანტიდან, 4 კატალონიის “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. ესენი არიან: ალექსია პუტელიასი, აიტანა ბონმატი, ჯენიფერ ერმოსო და გრაჰამჰ  ჰანსენი.

აღსანიშნავია, რომ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ცერემონია დისტანციურ რეჟმში 17 იანვარს გაიმართება.

Mundo Depotivo-ს ვერსიით, ზემოხსენებული ტიტულისათვის ბრძოლაში ფავორიტი ალექსია პუტელიასია. ის 29 ნოემბერს ქალების “ოქროს ბურთის” მოგებისათვის მთავარი კანდიდატია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward