workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა რაფა მარკესს შეხვდა

ჟოან ლაპორტა რაფა მარკესს შეხვდა

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი, შესაძლოა, “ბლაუგრანაში” დაბრუნდეს.

შაბათს, იგი “კამპ ნოუზე” იმყოფებოდა და ჩავის სადებიუტო მატჩს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა. თამაშის დღეს, რაფა ჟოან ლაპორტასაც შეხვდა.

ლაპორტასა და მარკესს კარგი ურთიერთობა აქვთ. ზაფხულში მექსიკელის “იუვენილ A-ს” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დაბრუნება ვერ შედგა.

Sport წერს, რომ ლაპორტა მარკესის დაბრუნებით კვლავ დაინტერესებულია, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რა თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ იგი. თავად მარკესი ამბობს, რომ კატალონიური კლუბიდან შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდება.

“ბარსაში” დაბრუნების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ადმინისტრაციულ მიზეზთა გამო, ეს არ გამოვიდა. კარი კვლავ ღიაა და ვემზადები დაბრუნებისთვის, როდესაც ამისთვის შესაფერისი მომენტი დადგება. 

ვცდილობ, გავიზარდო და უკეთესი გავხდე. უკეთესი იქნება, თუ ეს “ბარსაში” მოხდება, რადგან ჩემი მოდელი და ფილოსოფია ამ კლუბს ყველაზე უკეთ ერგება. 

კითხვაზე, იმუშავებდა თუ არა იგი ჩავის სამწვრთნელო შტაბში, იგი პასუხობს:

ასეთ წინადადებას ისე დავთანხმდები, რომ მათ დარეკვაც კი არ დასჭირდებათ.

– რაფას სიტყვებს Sport ციტირებს.

მარკესი “ბლაუგრანას” მაისურით 2003-2010 წლებში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი იმ ოთხ ფეხბურთელს შორის (კარბახალი, მათეუსი, ბუფონი), რომელსაც მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის 5 გათამაშებაში აქვს მიღებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2021, 19:49
    #5

    ისე იქნებ ლანგლეს დღესაც აჯობოს.

  • Bakero
    schedule 22 ნოე 2021, 19:08
    #4

    აუ რა მაგრად მევასებოდა მხეცი იყო ! აი ვინ იყო ცენტრალური მცველი და საყრდენიც ერთდროულად ამის ბურთის ამოტანა ხო ერთი სიამოვნება იყო ! კარში დარტყმა მეორე

  • me da barca
    schedule 22 ნოე 2021, 17:17
    #3

    მაგარი მცველი იყო, მაგრამ პირველ რიგში ყურადღება საქმის ცოდნას და პროფესიონალიზმს უნდა მიექცეს და არა იმას თუ როგორი ფეხბურთელი იყო ის.

  • Barca1980
    schedule 22 ნოე 2021, 15:46
    #2

    ძალიან მაგარი მცველი , ესეთი სტაბილური ცენტრი ალბათ არც გვყოლია და მასკერანომ ღირსეულად ჩაანაცვლა პიკესთან ერთად . იმედია არაუხო გააგრძელებს სამხრეთელი მცველების ტრადიციას , ყველაფერი აქვს საიმისოდ რომ ტოპ მცველი იყოს წლების განმავლობაში .

  • cezo45
    schedule 22 ნოე 2021, 15:07
    #1

    ღადაობა ოქნება ესეც ოსე დააბრუნოს ფეხბურთელის სტატუსით:)) ლენგლეს უმტიტის და გარსიას ახლაც აჯობებს smile