workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ბარსელონაში უნიკალური ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს

ჩავი ბარსელონაში უნიკალური ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს

“ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი აპირებს, კატალონიურ გუნდში ახალი ტექნოლოგია დანერგოს, რომელსაც აქამდე ანალოგი არ ჰქონია. საუბარია პროგრამა Kognia-ზე, რომელსაც შეუძლია, თამაშები და ვარჯიშები ტაქტიკურად ავტომატურად გაანალიზოს.

აქამდე არსებული ყველა პროგრამა ტაქტიკურ ანალიზის ადამიანის მიერ შესრულებას მოითხოვდა, Kognia-ს კი შეუძლია ეს თავად გააკეთოს, თამაშების დროს გამოკვეთოს ის არეალები, სადაც გუნდს უპირატესობა აქვს, ან უჭირს, სადაა საჭირო ბალანსის დაცვა, რომელი სივრცეების ათვისება შეიძლება და ა.შ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრამა ამას აკეთებს რეალურ დროში, მწვრთნელს შეუძლია მისგან რჩევები მიიღოს შეხვედრის მიმდინარეობისას. საჭირო არაა, ჩავი შესვენებას ან თამაშის დასასრულს დაელოდოს.

პროგრამაზე ჟოან ვილა და მისი შვილი ოსკარი წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ჟოან ვილა “ბარსელონაში” დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და მას არაერთი ვარსკვლავის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ჩავი ერნანდესია.

ჩავი კომპანია Kognia-ს ერთ-ერთი მეწილეა, რისი წყალობითაც ის ამ პროგრამას “ალ სადში” მუშაობის დროს იყენებდა. პროგრამა გაყიდვაში ცოტა ხნის წინ ჩაეშვა და ერთ-ერთი პირველი, ვინც ის შეიძინა, “ვილიარეალია”. იმავეს აპირებს “ბარსელონა”. პროგრამით ასევე დაინტერესებულია არაერთი ევროპული გრანდი.

ჩავის გარდა Kognia-ს მეწილეები იკერ კასილიასი, პაულუ სოუზა, უნაი ემერი და ვიქტორ ფონტი არიან.

Kognia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ჩავის რეკომენდაციასაც ვხვდებით: “როგორც მწვრთნელს, Kognia მაწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 21:52
    #7

    იმედია ამ სისტემას იმ სუპერკომპიუტერთან არა აქვს ურთიერთობა თორემ დარხეული გვაქვს.

  • Albicelecte
    schedule 18 ნოე 2021, 15:46
    #6

    ძალიან მანქანიზებული ხდება ფეხბურთი, ამისი მეშინოდა scream rage

  • Clever liar
    schedule 18 ნოე 2021, 15:40
    #5

    კონია ყოფილა ფეხბურთი, თვითონ ფეხბურთი კიარა 😀 აი თურმე რაში ჭირდებოდა ჩავის შეიხის ბაბლოები :))

  • Bola
    schedule 18 ნოე 2021, 14:36
    #4

    ფონტთან ჩავის წილებიც ქონია და იქნებოდა მისი მხარდამჭერიი არჩევნების დროს აბა რა იქნებოდა :დ

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ნოე 2021, 13:56
    #3

    ვაახ ეგ ძაან საინტერესოა, ეგ თუ დანერგეს და მაშინ ძაან გაუადვილდება ჩავის ფეხბურთელებთან მუშაობაც და საერთოდ ყველაფერი, ❤❤

    ციტატა: C.PC5
    ჩავი კი დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ეს საიტი რომ ასე საშინლად ჭედავს მაგას როდის მიხედავთ? ჩემი დევაისის ბრალი აშკარად არაა სხვა საიტებზე მშვენივრად მუშაობს, აქ საშინელებები ემართება იმენა😤 გამოასწორეთ როგორმე🙏


    შენი დევაისი მართლა არაფერს შუაშია ყველას ასე უჭედავს

  • C.PC5
    schedule 18 ნოე 2021, 13:36
    #2

    ჩავი კი დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ეს საიტი რომ ასე საშინლად ჭედავს მაგას როდის მიხედავთ? ჩემი დევაისის ბრალი აშკარად არაა სხვა საიტებზე მშვენივრად მუშაობს, აქ საშინელებები ემართება იმენა😤 გამოასწორეთ როგორმე🙏

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ნოე 2021, 13:11
    #1

    ვაახ ეგ ძაან საინტერესოა, ეგ თუ დანერგეს და მაშინ ძაან გაუადვილდება ჩავის ფეხბურთელებთან მუშაობაც და საერთოდ ყველაფერი, ❤❤