workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა რამონ პლანესის შემცვლელის მოყვანას არ გეგმავს

ბარსელონა რამონ პლანესის შემცვლელის მოყვანას არ გეგმავს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი რამონ პლანესი თანამდებობას ტოვებს, მაგრამ კლუბი მის შემცვლელს არ ეძებს.

კატალონიელი ჟურნალისტის, ჩავი ტორესის ინფორმაციით, პლანესის სამუშაო მოვალეობას მატეუ ალემანი და ჩავი ერნანდესი გაინაწილებენ, რომელიც სპორტულ სფეროში უფრო მეტ ფუნქციებს შეითავსებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ხმა სატრანსფერო გადაწყვეტილებებში გადამწყვეტი იქნება.

წყარო ასევე იტყობინება, რომ ალემანისა და ჩავის იოჰან კრუიფის ვაჟი ჟორდი კრუიფი დაეხმარება, რომელიც კვლავ მრჩეველის როლს შეასრულებს.

იმავე წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ლეგენდარლი კარლეს პუიოლის სპორტულ დირექტორად დანიშვნა არ იგეგმება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 ნოე 2021, 18:44
    #2

    ნეტა ამ კრუიფ მეორემ ვის რა უნდა ურჩიოს, დავიჯერო ჩავიზე ჭკვიანია?.

  • Impala
    schedule 11 ნოე 2021, 18:00
    #1

    დიქტატორი ჩავი ერნანდესი, კარგად ჟღერს.
    გაამართლოს და ვინაა ხმის ამომღები…