დღეს, სერჟი ბარჟუანმა “ბარსელონას” პირველი გუნდი მეორედ ავარჯიშა.
ანსუ ფატიმ და სერჟი რობერტომ ჯგუფურ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. პირველ გუნდთან ერთად “ბარსა B-ს” ორი ფეხბურთელი, 19 წლის გარემარბი, აბდე ეზალზული და 20 წლის ნახევარმცველი, ალვარო სანსი, ემზადებოდნენ. Sport იტყობინება, რომ “ალავესთან” გასამართი მატჩის განაცხადში, ფატისა და რობერტოს ნაცვლად, სწორედ ამ ორ ახალგაზრდას ვიხილავთ.
ასევე, დიდი ალბათობით, მათთან ერთად განაცხადში იქნება უსმან დემბელეც, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ფატისა და რობერტოს გარდა, ტრავმის გამო, მოედანზე ვერ ვიხილავთ ფრენკი დე იონგს, მარტინ ბრეითუეიტს, პედრი გონსალესსა და რონალდ არაუხოს.
დემბელეს გამოყვანა არ გინდათ, ეგ გასაყიდია და არ დაიტრამვოს იანვრამდე. ერთი თამაში ისეთი ნახეთ რო აზრი არ ქონდეს.
ძალიან კარგი ! მხოლოდ მივესალმები ……გვარი უკვე მომწონს ეზალზული
რავიცით შეიძლება მთელი ალავესის დაცცვა აზილოს ერთმანეთში
არიქა პირველ გუნდში შანსი მომცესო 
მადრიდელებმა საკუთარი ექიმები ჩანერგეს როგორც ჩანს, ჰიპოკრატეს ფიცი რომ ფლორენტინო პერესზე ჰკიდიათ
დემბელეს დაბრუნება კარგია რაცარუნდა იყოს ლიკ დეიონგს ცალი ფეხით აჯობებს
აუუ აბდე ძაან მაგარი ბავშვია იმედია ათამაშებს
სადღაც ვნახე ბარსას ყოფილი ექიმი დაბრუნდებაო,რომელიც 15 წელი იყო გუნდშიო.ვნახოთ აბა,როგორ მოხოდავს ჩავი გუნდს,ფიზიკურ მომზადებას უნდა მიხედოს ძაან სერიოზულად.