ჩავი ერნანდესი დღეს ბარსელონაში დაბრუნდება მას შემდეგ, რაც ის ეროვნული ნაკრების ექიმებმა გასინჯეს. ჩავი მარჯვენა ფეხის კუნთში დისკომფორტს განიცდის.
ჩავი არ ითამაშებს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. ნახევარმცველი დღეს დილით მადრიდში იმყოფებოდა და ესპანეთის ნაკრებთან მომზადებას იწყებდა. ვარჯიშის წინ ნაკრების ექიმებმა ჩავი გასინჯეს და ტრავმა აღმოაჩინეს. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნება იტალიის ნაკრებათან ერნანდესმა არ ითამაშოს და კლუბის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
მიმდინარე კვირას ჩავიმ სპეციალური პროგრამით უნდა ივარჯიშოს. მადრიდის “რეალთან” მისი თამაში პროგრესზე იქნება დამოკიდებული.



