მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

25 ივლისს ფეხბურთელის პრეზენტაცია იყო, სადაც ის ბევრ ახალ თანაგუნდელს შეხვდა. დღეს კი ალექსისმა პირველი ვარჯიში გამართა მესისთან და მასკერანოსთან ერთად.

ყურადღებიანი გვარდიოლა

ვარჯიში დილის 9 საათზე დაიწყო. პირველ რიგში პეპი მესის და მასკერანოს მიესალმა, ხოლო შემდეგ ალექსის სანჩესის რიგიც მოვიდა, რომელთანაც მწვრთნელმა მცირე საუბარი გამართა. ჩილელი კარგ განწყობაზე იყო და გვაჩვენა ურთიერთგაგება ახალ თანაგუნდელებთან.

პუიოლი და მაქსველი განცალკევებით

ორივე ფეხბურთელი ვარჯიშობდა სიუდად დეპორტივას პირველ მინდორზე. პუიოლი, რომელიც მარცხენა მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღდგენით ვარჯიშებს ატარებს ხუანხო ბრაუს მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა, მაქსველი კი ემილი რიკარტსის.

მთელი სამწვრთნელო შტაბი

გუშინ მთელი გუნდი დაბრუნდა ამერიკული ექსპედიციიდან და დღევანდელ დღეს სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წარმომადგენელს დასვენების უფლება მისცეს, თუმცა ფიზიოთერაპევტები, ექიმები და მწვრთნელები გვარდიოლას მეთაურობით სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ დღევანდელ ვარჯიშზე. საინტერესოა, რომ ისინი მოედანზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ფეხბურთელები.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში