მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

  “ბარსელონას” ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულებულია. ათ დღიანი ტურის დროს გუნდმა ერთი გამარჯვება და ორი მარცხი იწვნია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას კატალონიური გრანდი ვაშინგტონს, მაიამს და დალასს ეწვია.

ორშაბათს “ბარსელონა” მონაწილეობას მიიღებს კატალონიის თასის ნახევარ–ფინალურ შეხვედრაში, “ჟირონას” წინააღმდეგ.

როგორც იცით მესი, მასკერანო და ახალწვეული ალექსის სანჩესი ორშაბათს ერთად ივარჯიშებენ. შეგახსენებთ, რომ არცერთი მათგანი “ბარსელონას” არ ახლდა ამერიკის ტურნეს დროს, ვინაიდან კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ მათ დასვენების საშუალება მისცა. რაც შეეხება გუნდის სხვა წევრებს, ისინი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებენ. გვარდიოლას განკარგულებაში არ იქნებიან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები. ისინი კატალონიაში ხუთშაბათს დაბრუნდებიან.

ამ კვირაში “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ ტიტულის მოსაპოვებლად მათ მადრიდის “რეალთან” მოუწევთ შერკინება.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში