workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერემი მატიე: იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, ხალხმა ქარცეცხლში გამახვია

ჟერემი მატიე: იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, ხალხმა ქარცეცხლში გამახვია

“ბარსელონას” ყოფილი, ფრანგი ფეხბურთელი, ჟერემი მატიე Twitch-ზე ჟერარ რომეროსთან საუბრისას საინტერესო კომენტარს აკეთებს:

“იუვენტუსთან” 0-3 წაგებული მატჩის შემდეგ, ხალხმა კრიტიკის ქარცეცხლში გამახვია… არადა, მოედანზე 11-ნი ვიყავით.

ცნობისთვის, ვეტერანი მოთამაშე 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს გულისხმობს, რომელშიც “ბარსა” ორი მატჩის ჯამში 0-3 დამარცხდა – ტურინში “იუვემ” სამბურთიანი სხვაობით მოიგო, “კამპ ნოუზე” შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 37 წლის მცველმა, ადრე, ლუის ენრიკეც გააკრიტიკა და მისგან მიღებული დამოკიდებულება არ მოუწონა.

მატიე “ბლაუგრანაში” 2014/17 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც მან 91 მატჩში თავი 4 გოლითა (მათ შორის, “ელ კლასიკოში”) და 3 ასისტით გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2021, 19:18
    #3

    ამაზე მართლა არა გვაქვს ბევრი საგინებელი ლანგლეზე უარესი მაინც არ იყო.

  • Albicelecte
    schedule 16 ოქტ 2021, 00:39
    #2

    ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ ვერც პიკე ვარგოდა და ვერც უმთითი, მასკერანო კიდევ ვერ ცვლიდა საყრდენ ზონაში ბუსკეტსს barca-6

  • El pistolero 9
    schedule 15 ოქტ 2021, 21:20
    #1

    აი ენრიკეს ბარსა მეორე სეზონში ჩემპიონი როგორ ვერ გახდა??? ევროპას ვაზანზარებდით მაშინ!!! ატლეტიკოსთან გამოვარდნა ინტერი-ჩელსის იდენტური იყო. თან ლუჩოს სკამი ტრებლის მერე აღარ ყავდა ფაქტობრივად და გუნდი იფიტებოდა მეორე ნახევარში. ბოლო სეზონში კიდე იქ მწვრთნელის ბრალი არაფერი ყოფილა 4-0 რომ წავაგეთ პარიზში მანდ დრაქსლერმა და დი მარიამ სახით ათრიეს რობერტო და იუვესთამ დიბალა-კუადრადომ მატიე-რობერტო ათრიეს ისევ.