workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირჩა ლუჩესკუ: ლეო მესი მოედანზე 8 კილომეტრსაც კი არ დარბოდა

მირჩა ლუჩესკუ: ლეო მესი მოედანზე 8 კილომეტრსაც კი არ დარბოდა

კიევის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ, “ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტნის, ლიონელ მესის, შესახებ საუბრობს.

რუმინელის თქმით, მის ასაკში კლუბის შეცვლა რთულ პროცესს წარმოადგენს.

34 წლის ასაკში ახალ გუნდში გადასვლა და თავის დამკვიდრება იოლი არ არის. “ბარსელონაში” ყველა მასზე თამაშობდა, იგი მოედანზე დადიოდა და 8 კილომეტრსაც კი არ ფარავდა, მაგრამ როდესაც ბურთს იღებდა, თამაშის ბედს წყვეტდა. “ბარსელონაში” მას ამის უფლება ჰქონდა.

– ლუჩესკუს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

76 წლის სპეციალისტის გაწვრთნილი კიევის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე “ბლაუგრანას” 20 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს დაუპირისპირდება. გასული სეზონის მსგავსად, პირველი მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 06 ოქტ 2021, 10:53
    #5

    სამაგიეროდ არც მალავს, რომ მთავარი იყო ბურთი მიეღო და თამაშის ბედს წყვეტდა.
    კიდევ ერთი თვისება, ლეო სეზონის განმავლობაში მატჩს არ ტოვებდა და ყოველთვის 90 წუთს იყო მოედანზე. სწორედ ამ ბოლო წუთებში წყვეტდა ხშირად ბედს. ახლა ვთქვათ დემბელე და კოუტინიო რამდენს დარბიან სეზონში, გინდაც ერთ მატჩში? სულ რო 15 კმ ირბინონ ჯამში ლეოზე მეტი არ გამოუვათ იმიტომ რომ სეზონში მატჩების 50%-საც კი ვერ თამაშობენ, დანარჩენი დრო ჰოსპიტალში ყრიან. აი მაგათი 15 კილომეტრები რო გაამრავლო მათ ჩატარებულ თამაშებზე, უფრო ნაკლები მანძილი გამოუვათ საერთო ჯამში ვიდრე ლეოს. საერთოდ რაზეა ლაპარაკი სულ რო არ ირბინოს ყველაზე მეტი გააქვს და ყველაზე მეტ ასისტს აკეთებს, ვის რათ უნდა დემბელეს უაზრო ფაფხური მოედანზე, გუნდს რაში ეხმარება.

  • M10 S9 D11
    schedule 06 ოქტ 2021, 08:55
    #4

    ციტატა: CHEPE
    კაიფი იცი რა არის ლუკ დეიონგი რომ ათამაშო 90 წუთი 8 კირა 6 კილომეტრს თუ დაფარავს😅😅😅 მერე იტყვის მე ფორვარდი ვარო და არაა ჩემი საქმე სირბილიო😏😏😏
    კაი ეგ ჯანდაბას გავიგე მაგრამ აი თავით თამაში ძლიერიაო და თუ რამე ბურთი წავიდა ახტომა დაეზარა ტიპს😂😂😂 და ეს სლეეე კუმანი იმას ტლიკინებდა მიკვირსო კაცო ბარსელონას ლუკ დეიონგის მსგავი ფორვარდი რატომ არ ყოლიაო აქამდეო კაცი თუ ეხლა მართლა ჩამოსხმა და ქლიბი არ ხარ ეს როგორ უნდა თქვა რაც აქამდე გვყოლია დავიდ ვილა და სუარესი


    იბრაგიმოვიჩი გვყავდა და იმან ვერ გაამართლა და ლუკ დე იონგი ვინ ჩემი ბრაიტვაიტია რო ითამაშოს ბარსაში კლუბი კი არა სალობიეა

  • azulgerana
    schedule 06 ოქტ 2021, 03:26
    #3

    საღოლ კაი შეფასებაა

  • Albicelecte
    schedule 06 ოქტ 2021, 01:08
    #2

    მაინც ეს კომუნისტური ფსიქოლოგიის ხალხი რა, რაღაც სხვანაირი ფილოსოფიისა არიან
    მინახავს ლეოს გაკეთებული აჩქარებები, საჭირო დროს და საჭირო ადგილას… თავს არ ზოგავდა
    ლეოს გარეშე კლასგარეშე დემბელეებმა და ხეიონგებმა ირბინონ 12-15 კილომეტტრი, ვინ უშლით?! მაგრამ დარბიან რო?! rage
    არც კლასი უქაჩავთ და არც ფიზიკურად მოძრაობენ და იბრძვიან საკმარისად
    ნუ ზოგიერთი ჯერ ბავშვია და კიდევ ვპატიობთ
    თუ ძალიან უნდა 20 ლიმონში იუსუფა დემირი წაიყვანოს და არბენინოს 15 კმ 1 მატჩში rage

  • M10 S9 D11
    schedule 06 ოქტ 2021, 00:46
    #1

    ნეიმარს და მბაპეს რო გავკარი რა პასები გაუფუჭეს