“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “ლევანტესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ანსუს დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია. ის მაქსიმუმ 15 წუთს ითამაშებს. არ გვინდა, მან საჭიროზე მეტი დატვირთვა მიიღოს. სიჩქარე საჭირო არ არის. იმედია, ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის.
თვითმფრინავში მხოლოდ “კადისთან” თამაშზე ვისაუბრეთ. სხვა არაფერი ყოფილა.
დიდი ხანია, პრესას აღარ ვკითხულობ. ვიცი, რომ ჭორები ვრცელდება, ახალი მწვრთნელები სახელდება, მაგრამ მე ვცდილობ, მხოლოდ იმაზე ვიფიქრო, რისი კონტროლიც შემიძლია.
მინდოდა, გუნდთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ გადაწყვეტილება [2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია] აღარ შეიცვლება. მეც ადამიანი ვარ და რთულია, მოედანზე ასეთ სიტუაციაში მშვიდად იყო. ყველაფერს არ ვეთანხმები, მაგრამ ამ ეპიზოდისგან გაკვეთილს მივიღებ და მომავალში უფრო მშვიდად ვიქნები.
პრეზიდენტი კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მას შეუძლია, ისაუბროს და თავისი მოსაზრებები დააფიქსიროს, მე პრობლემა არ მაქვს. ჩემი მოვალეობა მხოლოდ მატჩების მოგებაა.
შესაძლოა, გავიმ ხვალ ითამაშოს, რადგან შემადგენლობაში დანაკლისია. ზოგ პოზიციაზე ფეხბურთელები არ გვაკლია, ზოგან კი თითქმის არავინ გვყავს და გავის უკვე აქვს დამტკიცებული, რომ ასეთ სიტუაციაში თავის გამოჩენა შეუძლია.
ფეხბურთელებთან ვისაუბრე. ჩვენ განსხვავებული მიზნები არ გვაქვს. ძირითად თემებზე ვთანხმდებით. ყველას გვინდა, რომ სეზონი ტიტულებით დავასრულოთ.
მემფისი ძალიან წუხს იმის გამო, რომ წინა თამაშში გოლი ვერ გაიტანა. “კადისთან” 4 თუ 5 მომენტი შევქმენით, მაგრამ ამ შემადგენლობით რთულია, უფრო ეფექტურად ითამაშო. სისწრაფე და ერთი-ერთზე თამაში გვჭირდება. ის ფეხბურთელები, რომლებსაც ეს გამოსდით, ამ დროისთვის არ გვყავს.
სეზონის დაწყების შემდეგ ბევრი რამე მოხდა. შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა, ამ პირობებში კარგი შედეგების ჩვენება კი ადვილი არ არის. ფეხბურთელებმა დაგვტოვეს და ამასთან შეგუება მომიხდა, რადგან კლუბისთვის ასე იყო საჭირო.
– განაცხადა კუმანმა.
ამას, რომ გაუშვებენ მერე ნახე რეებს დაწერს, ჯერ კიდევ თავს იკავებს. წუწუნი არ ეშლება.
ეს რას ეწევა ასეთ უსაშველოს? გრანადასაც და კადისსაც ჩვენზე ბევრად უარესი შემადგენლობა ჰყავს მაგრამ მათი მწვრთნელები არ წუწუნებენ, ფეხბურთელებს რომ აბრალებ ეგაც დიდი სირცხვილია,მოკლედ წასვლის დროა იმედია ხვდები.
აღარ ვაპირებდი ამ კაცზე კომენტარის გაკეთებას და ეს საცოდავი მეცოდება უკვეე რა უტიფარია..ინდივიდუალურად აიღე ჩვენი ფეხბუთელები რომელია ცუდი ?? ალბა ბუსიმ წეელს ვროპაზეც აჩვენებს რა შეუძლია ერთერთი საუკეთესოები იყვნენ.პედრი სიმბოლურში მოხვდა.დეპაი საუკეთესო ბომბარდირებში მოხვდა.ბებერი პიკე რომ ბევრს ჯობია ჯერ კიდევ ეგეც ფაქტია.არაუხო საქმით ამტკიცებს რაცაა.ნახევარ ევროპას დემირის დათრევა უნდოდა.კოუ ცუდია თუ კარგია ჯამრთელია.საკმარისი არა რომ გუნდი შეკრა შე ხისთავაა? კაი ბავარია გასაგებია გრანადა და კადისი??? როგორი ცუდი კაცი ხარ მაგას რომ იზახი ფუუფ
ერთი-ერთზე ვინც თამაშობდა თავდასხმაში გაუშვი და მოიყვანე ხე , რომელსაც ძაღლმა შეიძლება მიაფსას თამაშის დროს რადგან არ მოძრაობს 😁😁 აი მაგას " ამ შემადგენლობით " არ იტყოდა არც კლოპი , არც ანჩეკოტი , არც სერ ალექსი , არც პეპი , და არამგონია მოიძებნოს მწვეთნელი , როდესაც ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასეთ რამეს იტყვის !!! ერთი სული მაქვს როდის გაგა…..ბენ გუნდიდან , და წარმომიდგენია რა კომენტარს დაგიწერს რიკი გამოსამშვიდობებლად . გუნდის ლეგენდა კი არა , ბოღმიანი , უნიჭო და ხისთავიანი ფა..სი ხარ .
მართალია, ყველაზე უზრდელი მოურინიოც კი თავის ფეხბურთელებს სახალხოდ არ ლანძღავდა.
ყველაფერს რომ თავი დაანებო მწვრთნელი გოცა გუნდს და ფეხბურთელებს აკნინებს უკვე გუნდიდან გასაგდებია,, ხოდა ამას არამარტო ეგ კიდევ უამრევი მინუსი აქ (საერთოდ დადებითი რა აქ?) ხოდა მოდის მოშორდება ერთი სული მაქ
მაგრამ ამ შემადგენლობით რთულია, უფრო ეფექტურად ითამაშო.
ყ.ე