workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაიმ პატრიკ კლუივერტის რეკორდი გაიმეორა

მემფის დეპაიმ პატრიკ კლუივერტის რეკორდი გაიმეორა

თურქეთის ნაკრებთან გამართული გუშინდელი შეხვედრა მემფის დეპაის ბენეფისად იქცა – მან მეტოქის კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა და 1 ასისტიც მიითვალა.

27 წლის შემტევმა მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე 5 გოლი გაიტანა: 3 – თურქეთთან, 2 კი – მონტენეგროსთან. ეს ნიშნავს, რომ მას, კალენდარული წლის განმავლობაში, ნიდერლანდების ნაკრების მაისურით, უკვე 12 გოლი დაუგროვდა.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, წლის ბოლომდე ნაკრებს კიდევ რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუწევს, მემფისმა “ნარინჯისფერთა” ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა – მან “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც, 2000 წელს, ნაკრების რიგებში, კალენდარული წლის განმავლობაში მეტოქეთა კარის ბადე ასევე 12-ჯერ შეარხია: ეს შედეგი ნიდერლანდების ისტორიაში საუკეთესოა.

გუშინდელი ჰეთ-თრიქით დეპაიმ კლას-იან ჰუნტელაარი (2010 წელი, 11 გოლი), რობინ ვან პერსი (2013 წელი, 10 გოლი) და ბებ ბახუისი (1934 წელი, 10 გოლი) ჩამოიტოვა.

გუშინ, ამსტერდამში გამართულ მატჩში, ლუი ვან გაალის გუნდმა თურქეთი 6-1 გაანადგურა. მემფისის გარდა, ნიდერლანდელთაგან გოლები დევი კლაასენმა, გუს ტილმა და დონიელ მალენმა გაიტანეს, ერთადერთი საპასუხო ბურთი კი ჯენგიზ იუნდერმა შეაგდო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 09 სექ 2021, 18:31
    #1

    ლა ლიგაშიც ყაროს სამ-სამი გოლი არ შეიძლება?