ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, რომელშიც ნიდერლანდების ნაკრებმა გიბრალტარი 6-0 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა “ბარსელონას” შემტევმა, მემფის დეპაიმ, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, უკვე 14 გოლი დაუგროვდა, რაც რეკორდია.
მიუხედავად იმისა, წლის ბოლომდე ნაკრებს კიდევ რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუწევს, მემფისმა “ნარინჯისფერთა” ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა – მან “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის რეკორდი დაამხო, რომელმაც, 2000 წელს, ნაკრების რიგებში, კალენდარული წლის განმავლობაში მეტოქეთა კარის ბადე 12-ჯერ შეარხია: ეს შედეგი კი, რომელსაც დეპაიმ 2 ბურთით აჯობა, აქამდე, ნიდერლანდების ისტორიაში საუკეთესო იყო.
27 წლის მოთამაშემ წინა სანაკრებო პაუზაზე (რომელშიც მან 5 გოლი მიითვალა: 3 – თურქეთთან, 2 კი – მონტენეგროსთან) თურქეთის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიქით კლას-იან ჰუნტელაარი (2010 წელი, 11 გოლი), რობინ ვან პერსი (2013 წელი, 10 გოლი) და ბებ ბახუისი (1934 წელი, 10 გოლი) ჩამოიტოვა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ დეპაიმ 2021 წელს 47 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც მადრიდის “რეალის” ლიდერის, ქარიმ ბენზემას შედეგზე (46) უკეთესია.
აიი ნაკრებში სულ სხვა დონეზე თამაშობენ და აქ დებილდებიან. ესპანეთში ბუსკეცმა იფრინა, აქეთ ნიდერლანდებსი დეპაიმ 2 გოლი და ასისტი გააკეთა ნუ კი გიბრალტარი იყო მაგრამ მაინც კარგი შედეგია
მოკლედ ეს ბარსელონელები სახლში არ ვარგიან თორემ ნაკრებებში გლიჯავენ. ჩვენ კუმანს ვერაფერს ვკადრებთ იმიტომ რო კულე ყოფილა და ბარსა ყვარებია, როგორც ლაპორტამ აგვიხსნა. ალბათ ამიტომაც ამბობს კუმანი ამ გუნდით არაფერი გამოვაო, მერე ეს ფეხხბურთელები მიდიან და ყველა ნაკრებში თამაშობს. არავის არაფერი ეშლება. იქნება ვთხოვოთ კუმანს დაანებოს თავი გუნდს, ხელფასი აიღოს ოღონდ ტრიბუნებზე დაჯდეს და ნურც ვარჯიშებზე ივლის. დარწმუნებული ვარ მაგის დამხმარეები უფრო კარგ შედეგებს დადებენ.
ისე დეპაიმ ნაკრებში ბევრად უკეთესად ითამაშა ვიდრე ბარსაში თამაშობს, იმედია გამოავლენს თავუს შესაძლებლობებს ბოლომდე…აი მაგალითად თურქეთთან რა მაგრად ითამაშა და სხვე გუნდებთანაც
გიბრალტარი, სან მარინო, ლიხტენშტეინი და ასეთი დონის გუნდებთან დააგროვა კრისტინამაც გოლები და მესიზე მეტი აქვსო გატანილი. სამხრეთ ამერიკაში არც ერთი გუნდი არაა, რომელიც 6-7-8 და 9 გოლს უშვებს ერთ თამაშში. სანამ ტრაბახს დაიწყებ, ისიც უნდა ითქვას რა დონის გუნდებთან შეყარე ეს გოლები.
ამან ასე გააგრძელოს და ყველა დროის ბომბარდირიც გახდება ჰოლანდიის ნაკრებში თუ არ ვცდები 35 გოლი აქვს უკვე
ყველა დროის რეკორდი რამდენია ერთ წელიწადში ნაკრებში გატანილი გოლების? მაგ რეკორდზეც წავა მგონი დეპაი ისეთი სუსტი ჯგუფი შეხვდა.