ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ მისი ოცნება ბარსელონაში ტრანსფერი იყო.
ბარსელონაში თამაში ყოველთვის მსურდა და ვიმედოვნებდი, რომ ეს მოხდებოდა, რადგან ამაზე ოცნებას არ ვწყვეტდი.
მახსოვს, ფენერბაჰჩეში გადასვლიდან (2015 წელს) 6 თვეში, ბარსა მცირე ინტერესს იჩენდა და იმედი მქონდა, რომ კატალონიურ კლუბში გადავიდოდი, მაგრამ შემდეგ ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ტრანსფერი არ შედგებოდა.
რობინ ვან პერსის ბარსელონას წინააღმდეგ 2-ჯერ უთამაშია და 1 გოლი გაუტანა — 2010/11 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ბარსამ არსენალთან პირველი შეხვედრა 1-2 წააგო, განმეორებითი მატჩი კი 3-1 მოუგო.
ვან პერსის ფეიენოორდში, არსენალში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ფენერბაჰჩეში უთამაშია. მან საფეხბურთო კარიერა 2001 წელს დაიწყო და 2019 წელს დაასრულა, 2024 წლიდან კი სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი.
მაგ დროს სუარეზი იყო გუნდში, არ იყო საჭირო ეს კაცი.
ამის წითელზე რომ ბაზრობთ მესის რომ გაუქმეს გოლი პირველ წრეში მაგაზე ხმას რატო არ იღებთ? 2-0 იქნებოდა და დამთავრდებოდა პირველ თამაშში ყველაფერი
14 ის მსოფლიოზე ესპანეთს რო შეუგდო ის თავური ალბათ
მსოფლიოების ისტორიაში 1-1 ლამაზი თავური დააარტყმაა.
ხო მახსოვს სასტვენის მერე რო დაარყა კარებში და პირდაპირ წითელი აუფრიალა მსაჯმა არასწორი წითელი იყო მართლა
მაგის თქმა მინდოდა ზუსტად. დიდ ფეხბურთს რო ჩამოაცილებენ მერე ახსენდებათ ბარსა.
არადა პრაიმ ვან პერსი დახატავდა ბარსას
ამან კარიერა როცა თითქმის დაასრულა და როგორც ჩამოწერილი ფენერბახჩეში გაისტუმრეს აი მაშინ გაახსენდა ბარსა. თავისი კარიერის პიკის დროს რატომ არ ახსოვდა ნეტა? 2015 წელს ბარსა დაფრინავდა, არც ფინანსურად უჭირდა და ბებერ და ჩამოწერილ ფეხბურთელებს არ დასდევდნენ, როგორც ახლა.
მე თავიდან ამის წითელი არ ამომდის, ძალიან არაჩესნი წითელი იყო. ყველაზე კარგი გუნდი იყო ბარსას მერე. კი რეალის სასარგებლოდაც გაუგდიათ ხალხი მარა რეალი რეალია. ვან პერსის წითელი მაგრად გამიტყდა მაშინ. ასეთი მოგება არ მიღირდა, ისედაც მოვიგებდით.
ძალიან კლასნი იყო…საერთოდ ვენგერის არსენალის ყველაზე მეტად მეშინოდა,ყველაზე ახლოს იყვნენ სტილით ჩვენთან.
ზე კლასნი ფორვარდი იყო თავკებიდან არ ამომდის ესპანეთთან გატანილი გოლი 🚀