ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

7 სექტემბერს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 2 წააგეს.

1980 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო. 2007-2011 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 76 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მილიტომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

1996 წელი

ქალაქურ დერბიში “ბარსელონას” მიერ “ესპანიოლის” 2-1 დამარცხებას ტრიბუნებიდან თვალი 100 ათასმა გულშემატკივარმა მიადევნა. მასპინძელთაგან გოლები ჯოვანიმ და პიციმ გაიტანეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბობი რობსონი ეს მოგება პრეზიდენტ ნუნიესს მიუძღვნა, რომელიც იმ დღეს 65 წლის გახდა.

ეს თამაში პეპ გვარდიოლასთვის ლა ლიგაში 150-ე გამოდგა.

2019 წელი

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა “ტაკონის” სახელით მოთამაშე მადრიდის “რეალ მადრიდის” გუნდი 9-1 გაანადგურა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 19:47

    სამი მოიგეს და ორი წააგეს

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 17:43

    2019 წელი
    "ბარსელონას" ქალთა გუნდმა "ტაკონის" სახელით მოთამაშე მადრიდის "რეალის" გუნდი 9-1 გაანადგურა.
    ალბათ რეალის ქალთა გუნდს უფრო "ტაკუნი" მოუხდებოდა თან მრავლობითში.