გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, ესპანეთის ნაკრები სტუმრად, შვედეთის ნაკრებთან, ანგარიშით 1-2, დამარცხდა.
მე-5 წუთზე ანგარიში კარლოს სოლერმა გახსნა, რასაც ერთ წუთში ალექსანდრ ისაკმა უპასუხა. გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე ვიქტორ კლაესონმა გაიტანა. მოედანზე 90 წუთი გაატარეს ერიკ გარსიამ და ჟორდი ალბამ. სერხიო ბუსკეტსი კი ლუის ენრიკემ 85-ე წუთზე შეცვალა.
შედეგად, B ჯგუფში ესპანეთი 7 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველს კი – შვედეთი 9 ქულით. ამავე ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ნაკრები, რომელიც კოსოვოსთან განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, 1 ქულით, ბოლო ადგილზეა.
ასევე, გამთენიას, შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა სამხრეთ ამერიკაშიც. ბარსელონელთა შორის, მასში მონაწილეობას მხოლოდ რონალდ არაუხო იღებდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელმა პერუსთან შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 7 ტურის შემდეგ, ოსკარ ტაბარესის გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება.




არა ესპანეთიც მკიდია. სადღაა ესპანეთის საბალეშიკო ფეხბურთელები
ანუ საქართველომ წააგო ამ ჯგუფში და ჩვენ ესპანეთს მივტირით?